"ვიმ-ბილ-დან საქართველო", "პეპსიკოს" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
„ვიმ-ბილ-დან საქართველო“ 2011 წლიდან შეუერთდა საერთაშორისო კორპორაცია „პეპსიკოს“ და იმთავითვე დაიწყო იმ სისტემებისა და პროექტების დანერგვა-განხორციელება, რაც მოქმედებს პასუხისმგებელ მსხვილ კომპანიებში. 2012 წლიდან, სათავო ოფისის კვალდაკვალ, კომპანიამ დანერგა ბიზნესქცევის კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს კომპანიის ღირებულებებს, არეგულირებს ურთიერთობებს მომხმარებლებსა და მომწოდებლებთან, უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხს და გამჭვირვალობას. კომპანიის მიზანია ეთიკური და სამართლიანი ბიზნესქცევის კოდექსით იხელმძღვანელოს როგორც ყველა თანამშრომელმა, ისე ყველა პარტნიორმა და ქვეკონტრაქტორმა, რისთვისაც მუდმივად ატარებს ტრენინგებს, საერთაშორისო რესურსებზე დაყრდნობით ამზადებს და ავრცელებს შესაბამის საინფორმაციო მასალას, ეხმარება სხვადასხვა სტანდარტის დანერგვასა და ბიზნესის განვითარებას.
პროექტის შედეგად საქართველოში იზრდება პასუხისმგებელი ბიზნესკომპანიების რაოდენობა. 2017 წელს, „ვიმ-ბილ-დანის“ მოთხოვნების შესაბამისად, ერთ-ერთმა პარტნიორმა ჩაატარა სასაწყობო შენობების მასშტაბური განახლება და დანერგა ლოჯისტიკისა და პროდუქციის შენახვა-როტაციის უსაფრთხო სისტემები; მეორე კომპანიამ სრულიად განაახლა საწარმოო ხაზები, დანერგა HACCP/ISO სისტემები და ლიდერობს შესაფუთი მასალების ქართულ ბაზარზე.
„ვიმ-ბილ-დანი“ განაგრძობს ბიზნესეთიკის დაცვის ხელშეწყობას, რაც, საბოლოო ჯამში, აძლიერებს ადგილობრივ მომწოდებლებსა და ბაზარს და დადებითად მოქმედებს თითოეულ მომხმარებელსა და ქვეყნის ბიზნესგარემოზე.