"ვიმ-ბილ-დან საქართველო", "პეპსიკოს" ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში
„პეპსიკოს“ ერთ-ერთი მთავარი მიზანია ადგილობრივი მომწოდებლებისგან მაღალი ხარისხის მასალის/პროდუქციის მიღება. რძის იმპორტირების ხარჯების შემცირების მიზნით „პეპსიკომ“
მოიძია ადგილობრივ სარძევე მეურნეობებთან თანამშრომლობის შესაძლებლობა და აღმოაჩინა ხარისხთან დაკავშირებული რამდენიმე პრობლემა, რის გამოც გადაწყვიტაფერმერების გაძლიერებაზე მიმართული პროექტის დაწყება. 2016 წელს წამოწყებული პროექტი ითვალისწინებდა მეურნეობებში სურსათის უვნებლობის აუდიტის რეგულარულად ჩატარებას, აუდიტის შედეგებზე დაყრდნობით მაკორექტირებელი სამოქმედო გეგმის და მისი შესრულების ვადების შემუშავებას და შემდგომ ამ გეგმის განხორციელების შემოწმებას.
„პეპსიკომ“ ჩამოაყალიბა FSSC/GMP/HACCP/DNV სერტიფიცირებულ ექსპერტთა გუნდი, რომელმაც იმუშავა მომწოდებლებთან და დაეხმარა მათ სურსათის უვნებლობის „პეპსიკოს“ მოთხოვნების შესაბამისი სტანდარტების მიღწევაში. ამ მიზნით მომწოდებლებს ჩაუტარდათ რეგულარული ტრენინგები; ტრენინგის შედეგები იზომებოდა დაგეგმილი და დაუგეგმავი აუდიტორული შემოწმებებით.
პროექტის შედეგად, რძის ადგილობრივი მომწოდებლების ყოველდღიურ პრაქტიკაში დაინერგა სურსათის უვნებლობის სტანდარტები (FSSC, GMP, HACCP, DNV) და გაუმჯობესდა მათ მიერ წარმოებული რძის ხარისხი. 2018 წლიდან „პეპსიკო“ მთლიანად გადაერთო ადგილობრივ მომწოდებლებზე, პროდუქციის მაღალი ხარისხის სრული გარანტიით. სტაბილური წარმოების უზრუნველყოფის მიზნით, მომწოდებლების განვითარებაზე ორიენტირებული პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.