UBG
რამდენიმე წელია შპს `უნივერს ბიზნეს გრუპს~ საქართველოს ბაზარზე შემოაქვს სამშენებლო ტექნიკა და შემსყიდველ კომპანიებს შეკეთების სერვისს სთავაზობს. სერვისისთვის მომართვის მიზეზების გაანალიზებისა და ბაზარზე არსებული ანალოგიური ტექნიკის მომხმარებლების შესწავლის საფუძველზე კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ტექნიკის გამოყენების შესაბამისი ცოდნა და კვალიფიკაცია დაბალია და საჭიროებს გაუმჯობესებას. ამისათვის კომპანიის თანამშრომელი გაიგზავნა საზღვარგარეთ ტექნიკის გამოყენების წესების შესასწავლად, რათა შემდეგ ადგილზე მომხდარიყო სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლება. სამიზნე ჯგუფი იყო სამშენებლო ობიექტებზე მომუშავე ტექნიკური პერსონალი, რომლებსაც, როგორც შესყიდვის მომენტში, ისე მუშაობის პერიოდში, უფასოდ უწევდნენ კონსულტაციას და ასწავლიდნენ კონკრეტული დანადგარის მოხმარებას.
უფასო კონსულტაციების შედეგად შემცირდა მომართვიანობა ამა თუ იმ დაზიანებული დანადგარის შესაკეთებელ სერვისზე, რაც დადებითად აისახა ბაზარზე მომუშავე კომპანიების მუშაობის ხარისხზე. პროექტის მდგრადობისთვის კონსულტაციები არ ყოფილა ერთჯერადი და მიეცა სტაბილური ხასიათი.