ვიქტორ ბარამია

ევროპის ფონდი,  პროგრამის უფროსი მენეჯერი, საქართველო

 

ვიქტორ ბარამიას აქვს სამოქალაქო ჩართულობასა და განვითარების საკითხებზე მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება. ევროპის ფონდში ვიქტორი უძღვებოდა ფონდის საგრანტო, ადვოკატირებისა და შესაძლებლობების გაძლიერების მიმართულებებს სხვადასხვა სფეროებში, როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობა, ახალგაზრდული ინტეგრაცია, საჯარო ხარჯების მონიტორინგი, სოციალური მეწარმეობის განვითარება და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობა.

ვიქტორი ასევე ჩართულია ფონდის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროექტების მონიტორინგისა და შეფასების პროცესში. ის ასევე კარგად იცნობს სხვადასხვა საერთაშორისო დონორების მოთხოვნებსა და პროცედურებს.

ვიქტორს აქვს როგორც უშუალოდ საჯარო სექტორში მუშაობის, ისე სხვადასხვა საჯარო უწყებების კონსულტირების მნიშვნელოვანი გამოცდილება.