თამთა ჭუმბურიძე

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წამყვანი სპეციალისტი, საქართველო

 

თამთა ჭუმბურიძე არის საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წამყვანი სპეციალისტი. თამთა ჭუმბურიძე პროფესიით არის იურისტი, მაგისტრი. 15 წელია მუშაობს საჯარო სამსახურში, საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიმართულებით. მონაწილეობდა პირველ პროექტში, რომელიც კერძოდ ინტელექტუალური საკუთრების სფეროში ევროკავშირის კანონმდებლობას დაუახლოვდა. ამჟამად თანაავტორია „მომხმარებლის უფლებების შესახებ“ კანონპროექტისა. 15 წლის განმავლობაში მუშაობდა ბავშვთა, ქალთა, შშმ პირებისა და დასაქმებულთა უფლებებზე ევროკავშირის სამართალთან დაახლოების მიმართულებით.

იგი უძღვებოდა ფრიდრიხ ებერტის მხარდაჭერით შექმნილ რადიოგადაცემას „კანონი“ და როგორც ესტონეთის პოლიტიკური კვლევების ცენტრის ექსპერტს, საზოგადოებრივი ჩართულობის სფეროში აქვს ჩატარებული ტრენინგები თბილისის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებისთვის, იყო ეუთოში საქართველოს დელეგაციის მრჩეველი და პარლამენტის აპარატის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების ჯგუფის კოორდინატორი.

2004 წლიდან დღემდე მუშაობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოებაზე და მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო კონფერენციებში, გავლილი აქვს ევროკავშირის 1-წლიანი სწავლება „ევროპული ინტეგრაცია“ და NDI-ის 1-წლიანი სწავლება „ლიდერ ქალთა დახელოვნება“, ასევე - კონრად ადენაუერის, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს საჯარო სამსახურის ბიუროს, პოლონეთის მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსპექტორის სამსახურის, გერმანიის შსს-სა და მიგრაციის ცენტრის, ესტონეთის, მიგრაციისა და განსახლების, ასევე, პოლიტიკური კვლევების ცენტრის სწავლებები, იცნობს  ევროკავშირის არაერთი წევრი ქვეყნის საპარლამენტო სტრუქტურასა და საქმიანობის სისტემას, აქვს სერტიფიკატები შესაბამის სფეროებში და ტრენერის სერტიფიკატები.