სოფიო ჩაჩავა

ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, საქართველო

 

სოფიო ჩაჩავა არის სამართლის დოქტორი (PhD), ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი (NVU), თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, იურიდიული დახმარების საბჭოს წევრი, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი, პრაქტიკოსი მედიატორი, „რიზოლვის“ დამფუძნებელი პარტნიორი.

სოფიო ჩაჩავა არის შრომის სამართლის მიმართულების პროფესორი, ექსპერტი. მას ამ სფეროში პრაქტიკოსი იურისტებისათვის ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგი, არის სხვადასხვა პუბლიკაციის ავტორი და შრომის სამართალში სტატიათა კრებულების რედაქტორი. იგი არის ასევე „საჯარო სამსახურში სამსახურებრივი/შრომითი დავების მართვა და ეფექტიანი გადაწყვეტის“ თაობაზე კვლევის თანაავტორი (UNDP).

 2011 წლიდან სოფიო არის კონფლიქტების მოგვარების ფრანკ ევანს ცენტრის (STCL) სერტიფიცირებული მედიატორი და CEDR-ის მიერ აკრედიტებული პრაქტიკოსი მედიატორი.

სოფიო ჩაჩავა არის სერტიფიცირებული ტრენერი (ТОТ) მედიაციასა და მოლაპარაკების უნარებში. მას შემუშავებული და ჩატარებული აქვს არაერთი ტრენინგკურსი/პროგრამა მედიაციას, მოლაპარაკებასა და ეფექტიან კომუნიკაციებში სამსახურებრივ გარემოში როგორც საქართველოში, ასევე გერმანიას, ბელგიასა და უკრაინაში.

სოფიო არის CELA (ცენტრალური ევრაზიის ლიდერობის ალიანსი) ლიდერობის აკადემიის კურსდამთავრებული, წევრი. 2022-2023 წლებში მიწვეული იყო Mela ფასილიტატორად, ხოლო Seala ლიდერობის აკადემიაში – სპიკერად და ფასილიტატორად.

2011 წლიდან სოფიო ჩაჩავამ შეიმუშავა და ჩაატარა მრავალი კურსი მედიაციასა და ეფექტიან კომუნიკაციაში.