თამარ კობერიძე

დოქტორი

საქართველო

თამარ კობერიძე არის  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოციალური მეცნიერებების დოქტორი. მას აქვს 20 წელზე მეტი პრაქტიკული გამოცდილება თანამშრომლობის განვითარების სფეროში კონსულტირების კუთხით, განსაკუთრებული აქცენტით სამხრეთ კავკასიაზე. იგი მუშაობდა როგორც საერთაშორისო, ისე ქართულ არასამთავრობო და საჯარო სექტორებში, მათ შორის USAID-ში. ჩატარებული აქვს ფართომასშტაბიანი სტრატეგიული ანალიზები საქართველოში მომუშავე საერთაშორისო დონორებისთვის; იგი დახმარებია სხვადასხვა ორგანიზაციას პროექტების, პროგრამებისა და სტრატეგიების განხორციელებაში; ასევე – ქართულ საზოგადოებრივი ორგანიზაციებსა და  მცირე და საშუალო საწარმოების მენტორობისა და შესაძლებლობების შემდგომი განვითარების კუთხით. მისი კომპეტენცია ასევე მოიცავს გრანტების გაცემას, მონაცემთა შეგროვებასა და ანალიზს, მონიტორინგსა და შეფასებას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერებას, გენდერულ პრობლემატიკას, დაფინანსების წყაროების შეცვლას, ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას, კომუნიკაციური ქსელების შექმნას, ორგანიზაციულ განვითარებას, მონიტორინგსა და შეფასებას და სხვ.

თამარ კობერიძე  უშუალოდ მუშაობდა სხვადასხვა მიმართულებით 100-ზე მეტ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასთან, რომლებიც ხელს უწყობენ განვითარებას როგორც ადგილობრივ/საზოგადოებრივ, ასევე ეროვნულ დონეზე. 2013-2015 წლებში თამარ კობერიძის მეთვალყურეობით შეფასდა 100-ზე მეტი სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაცია, რომლებმაც მიიღეს მათზე მორგებული ინდივიდუალური დახმარება შესაძლებლობების განვითარებისთვის; შეიქმნა 50-მდე სამოქალაქო საზოგადოებრივი რეგიონული ქსელი; 100-ზე მეტმა სამოქალაქო საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ ისწავლა როგორ ჩაატაროს ინფორმაციული კამპანიები, ასევე როგორ მოიპოვოს დაფინანსების ალტერნატიული წყაროები სხვადასხვა ინსტრუმენტების, მათ შორის ახალი ტიპის მედიის მეშვეობით; საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის გაფორმდა თანამშრომლობის მემორანდუმი; სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციასა და კერძო სექტორს შორის შეიქმნა ათამდე პარტნიორობა. 2009 წლიდან თამარ კობერიძე არის GIPA-ს მოწვეული პროფესორი და კითხულობს ბაკალავრიატის და სამაგისტრო კურსებს შემდეგ დისციპლინებში: „სამოქალაქო საზოგადოება და მისი როლი დემოკრატიულ განვითარებაში“, „არამომგებიანი მენეჯმენტი“ და „პოლიტიკური ლობირება და ადვოკატირება“. თამარი თვითონ ატარებს ან მონაწილეობს გამოკითხვებსა და შეფასებებში, ქვეყნის მასშტაბით და/ან სექტორულ/ორგანიზაციულ დონეზე. იგი ასევე არის აკადემიური სტატიებისა და სიტუაციური ანალიზების ავტორი.