ქეთი ბაქრაძე
აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტო, დემოკრატიის და მმართველობის მიმართულების ხელმძღვანელი
ქეთი ბაქრაძეს მიღებული აქვს მუსიკალური განათლება, არის მუსიკის ისტორიის დოქტორი. მოგვიანებით მან საქმიანობა განვითარების სფეროში გააგრძელა, სადაც დიდი პრაქტიკული გამოცდილება დააგროვა. მისი კომპეტენციის სფეროს მიეკუთვნება საზოგადოება, მედია და ინფორმაციის სანდოობა. ქეთი ბაქრაძე ხელმძღვანელობს ინფორმაციის სანდოობის ხელშეწყობის პროგრამას – USAID-ის პირველ დამოუკიდებელ პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს საზოგადოების მდგრადობის განმტკიცებას მცდარი ინფორმაციის/დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიმართ.
ქეთი ბაქრაძეს მოპოვებული აქვს მეცნიერ-მუშაკის ორი პრესტიჟული სტიპენდია ვირჯინიის უნივერსიტეტსა და კენანის ინსტიტუტში ვუდრო უილსონის ცენტრში, ვაშინგტონში. მას ასევე აქვს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მაგისტრის ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში.