ზაქარია შველიძე

სამართლის დოქტორი, შრომის სამართლის ექსპერტი

საქართველო

სამართლის დოქტორი ზაქარია შველიძე უკანასკნელ წლებში იყო პარტნიორი ქართულ წამყვან იურიდიულ კომპანიაში „ღვინაძე და პარტნიორები“. იგი არის 2020 წლის შრომის კოდექსში შესული ცვლილებების, შრომის ინსპექციის შესახებ კანონის, შრომის უსაფრთხოების ორგანული კანონისა და შრომით სფეროსთან დაკავშირებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტის თანაავტორი. 2014 წლიდან, როგორც ეროვნული სამართლებრივი ექსპერტი-კონსულტანტი, ჩართულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სხვადასხვა აქტივობაში, მათ შორის, მოსამართლეთათვის, შრომის ინსპექტორებისთვის, ადვოკატებისთვის რეგულარულ ტრენინგებში საქართველოს შრომის სამართალსა და საერთაშორისო შრომის სტანდარტების შესახებ. 2008 წლიდან იგი შრომის სამართლის მიწვეული ლექტორია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე.

როგორც ტრენერსა და მომხსენებელს, ზაქარია შველიძეს მონაწილეობა აქვს მიღებული 30-ზე მეტ საერთაშორისო და ადგილობრივ კონფერენციასა და ტრენინგში. იგი არის ათზე მეტი პუბლიკაციისა და კვლევითი სტატიის ავტორი.