თიკა ნადარეიშვილი

ეთიკის და შესაბამისობის მენეჯერი  

საქართველო, შვედეთი 

თიკა ნადარეიშვილი არის ეთიკის და შესაბამისობის მენეჯერი მრავალწლიანი გამოცდილებით სატელეკომუნიკაციო და ფინანსურ სექტორებში. მას აქვს საერთაშორისო სამართლისა და ადამიანის უფლებების იურისტის მაგისტრის ხარისხი, მიღებული ლატვიისა და გერმანიის უნივერსიტეტებში.  

თიკამ ეთიკის და შესაბამისობის კარიერა შვედურ „თელია“ ჯგუფში შემავალ კომპანია „ჯეოსელში“ დაიწყო და ცენტრალურ აზიასა და ბალტიის ქვეყნებში განაგრძო. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს სატელეკომუნიკაციო სფეროში ეთიკის ნორმების, პასუხისმგებელი ბიზნესისა და მდგრადი განვითარების მიზნების დანერგვას. კარიერის მანძილზე ის ასევე მუშაობდა სხვადასხვა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან რეგულაციების შესაბამისობის და მონაცემთა ანალიზის განხრით.  

ამჟამად თიკა მუშაობს შვედეთში საერთაშორისო კონსულტანტად და ეხმარება დიდ კომპანიებს ეთიკის და შესაბამისობისა და მდგრადი განვითარების პროცესების დანერგვაში.