მარიამ ქუჩულორია

კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი (CIPE), მრჩეველი

საქართველო

მარიამ ქუჩულორიას აქვს 20 წლიანი გამოცდილება კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობის, ბიზნესის მხარდამჭერი ორგანიზაციების განვითარების, კოალიციების შექმნის, სტრატეგიული დაგეგმვის, დაინტერესებულ მხარეთა ფასილიტაციის, შრომითი ურთიერთობების და ადვოკატირების მიმართულებით.

ამჟამად არის კერძო სექტორის ჩართულობის მრჩეველი ამერიკულ ორგანიზაციაში „კერძო მეწარმეობის საერთაშორისო ცენტრი“ (CIPE).

მარიამი ასევე არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზების საბჭოს წევრი და აქტიურადაა ჩართული კერძო სექტორის განვითარებისთვის საჭირო საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავების პროცესში.

მარიამი მონაწილეობდა ისეთი მაღალბიუჯეტიანი პროექტების განხორციელებაში, რომლებიც უკავშირდებოდა კერძო სექტორის გაძლიერებას და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და  დაფინანსებული იყო ევროკავშირის, ამერიკის შეერთებული შტატების,  გერმანიის, შვედეთის, ავსტრიის სახელმწიფოების მიერ.

მარიამი არის საქართველოში ევროპული ბიზნესასოციაციის (EBA) თანადამფუძნებელი. დაარსებიდან მოკლე პერიოდში მან თანამოაზრეებთან ერთად წარმატებით მოახერხა ასოციაციის ცნობადობის ამაღლება, წევრთა რაოდენობის გაზრდა და საქართველოში ბიზნესის მხარდამჭერი ერთ-ერთი საუკეთესო რეპუტაციის მქონე ორგანიზაციად ჩამოყალიბება.

მარიამი არის სამართლის/საერთაშორისო სამართლის მაგისტრი. ის სამართლებრივ და საკონსულტაციო მომსახურებას უწევდა კომპანიებს სხვადასხვა ინდუსტრიიდან, მათ შორის საბანკო, სადაზღვევო, სამშენებლო, ენერგეტიკის, სატრანსპორტო და ლოგისტიკის სექტორი, რომელიც მოიცავდა როგორც კომპანიების შიდა კორპორაციული მმართველობის სამართლებრივ რეგულირებას, ასევე მათ წარმომადგენლობას კონტრაქტორებთან, სახელმწიფო უწყებებთან და სასამართლოსთან.

გასული წლების განმავლობაში მარიამი იყო საქართველოში სხვადასხვა ეკონომიკურ რეფორმასთან დაკავშირებული პროექტების ინიციატორი და მონაწილე და ფასილიტაციას უწევდა ამ რეფორმების ირგვლივ საჯარო-კერძო დიალოგს.