სალომე თვალოძე

საქართველოს ეროვნული ბანკი, მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი

საქართველო

სალომე თვალოძე არის საქართველოს ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების განყოფილების უფროსი და ფინანსური სტაბილურობის კომიტეტის წევრი. იგი ეროვნულ ბანკს 2011 წელს შეუერთდა და მას შემდეგ არაერთი თანამდებობა ეკავა, მათ შორის იყო მაკროფინანსური მოდელირებისა და ანალიზის განყოფილების უფროსი და მაკროეკონომიკური კვლევის განყოფილების მთავარი ეკონომისტი. სალომე ეროვნული ბანკის მდგრადი დაფინანსების ჩარჩოს შემუშავებას 2017 წლიდან ხელმძღვანელობს. მნიშვნელოვანი პროექტები, რომლებიც მისი ხელმძღვანელობით შემუშავდა და განხორციელდა, არის: საქართველოს მდგრადი დაფინანსების გზამკვლევი; ESG საკითხების ინტეგრაცია კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსში; ESG გამჟღავნებისა და ანგარიშგების პრინციპები; მდგრადი დაფინანსების ტაქსონომია; მდგრადი დაფინანსების ანგარიში და სხვა. სალომე არის საქართველოს კლიმატის საბჭოს კლიმატის ფინანსების სამუშაო ჯგუფის წევრი. ასევე, ეროვნული ბანკის წარმომადგენელი NGFS-სა (Network for Greening the Financial System) და SBFN-ში (Sustainable Banking and Finance Network). SBFN-ში ის არის მონაცემთა და გამჟღავნების სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარე და მდგრადი ფინანსური ინსტრუმენტების სამუშაო ჯგუფის წევრი.

სალომეს აქვს ილინოისის უნივერსიტეტისა და ISET-ის ეკონომიკის მაგისტრის ხარისხები. ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე, რომელიც შეისწავლის ESG საკითხების ინტეგრაციას მაკროფინანსურ ანალიზში. სალომე არის GARP-ის მდგრადობისა და კლიმატის რისკის (SCR) სერტიფიკატის მფლობელი, აქვს მრავალწლიანი პედაგოგიური გამოცდილება და ამჟამად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაკროეკონომიკის კათედრის მოწვეული ლექტორია. სალომე არის არაერთი კვლევითი ნაშრომის ავტორი.