ნინო მალაშხია

Georgian Environmental Outlook-ის გარემოს საკითხების მთავარი ექსპერტი/პროექტის მენეჯერი 

საქართველო

ნინო მალაშხია არის ორგანიზაციის „ჯორჯიას ენვაირონმენტალ აუტლუქ - GEO“-ის პროექტების მენეჯერი, უფროსი ექსპერტი გარემოსდაცვით საკითხებში. ის ასევე უწევს საექსპერტო-საკონსულტაციო მომსახურებას  UNDP, UNECE, SDC, OECD და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს გარემოსდაცვით სფეროში.

მას აკადემიური განათლება მიღებული აქვს ლუნდის (შვედეთი) და თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტებში; აქვს გარემოს მეცნიერებების მაგისტრის ხარისხი და ბიოლოგის დიპლომი. 18 წელიწადზე მეტი ხანია მუშაობს გარემოსდაცვითი პოლიტიკის მიმართულებით, გარემოს და უსაფრთხოების, კლიმატის ცვლილების, ტრანსასაზღვრო წყლების მართვის და სახიფათო ნარჩენების მართვის საკითხებზე. აქვს გარემოსდაცვითი პროექტების მართვის მრავალწლიანი გამოცდილება. ნინო მალაშხიას აქვს საქართველოში და საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება. მონაწილეობას იღებდა გარემოს დაცვის და უშიშროების საკითხებზე რეგიონული და საერთაშორისო ფორუმების, კონფერენციების და სემინარების დაგეგმვასა და ორგანიზებაში ეუთოს სამდივნოში.