ლიანა ვაჩეიშვილი
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი, განათლების პროექტების სამსახურის ტრენინგების კოორდინატორი
საქართველო
ლიანა ვაჩეიშვილი ამჟამად არის საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის განათლების პროექტების სამსახურის ტრენინგების კოორდინატორი. მას აქვს 14-წლიანი სამუშაო გამოცდილება სახელმწიფო და კერძო სექტორში, მათ შორის ადმინისტრაციული, ანალიტიკური და გარემოსდაცვითი მიმართულებით.
ლიანას მიღებული აქვს განათლება საერთაშორისო ურთიერთობების და დიპლომატიის კუთხით და არის საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) საჯარო მმართველობის მაგისტრი.
გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში ლიანა აქტიურად არის ჩართული სხვადასხვა პროექტის განხორციელებაში გარემოსდაცვითი განათლების, კლიმატის ცვლილების, ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტების და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიმართულებით.