გიორგი ვეკუა

საქართველოს სავაჭრო სამრეწველო პალატა, ბიზნესის და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი

საქართველო

გიორგი ვეკუა 2018 წლიდან არის საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის ბიზნესისა და რეგიონული განვითარების დეპარტამენტის დირექტორი. 2014-2018 წლებში იყო სავაჭრო პალატის საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის დირექტორი.

დაცული აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართალსა და სოციალურ მეცნიერებებში. მინიჭებული აქვს მაგისტრის ხარისხი ამსტერდამის უნივერსიტეტში საერთაშორისო ინვესტიციების მიმართულებით (2014), მაგისტრის ხარისხი ამსტერდამის უნივერსიტეტში ევროკავშირის ბიზნეს სამართლის მიმართულებით (2008), სამართლის მაგისტრის ხარისხი ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (2007).

აქვს მმართველ პოზიციებზე მუშაობის 15 წელზე მეტი გამოცდილება, ასევე, სამუშაო გამოცდილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან, საქართველოს ყველა რეგიონში მეწარმე სუბიექტებთან. წარმატებით აქვს განხორციელებული არაერთი პროექტი, მათ შორის:

  • ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი „DCFTA საერთაშორისო ცენტრი“
  • გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი „ქალთა გაძლიერების პრინციპები“
  • USAID-ის პროექტი „სახელმწიფო შესყიდვები: მცირე და საშუალო ბიზნესის შესაძლებლობების განვითარება და ტრენინგები“
  • საქართველოს სავაჭრო პალატისა და მიუნხენისა და ზემო ბავარიის პალატის ერთობლივი პროექტი
  • გაეროს ქალთა ორგანიზაციის მიერ დაფინანსებული პროექტი „კარგი მმართველობა გენდერული თანასწორობისთვის საქართველოში“
  • EAST Invest 2 - EUROCHAMBRES & EUAPME-ის მიერ განხორციელებული პროექტი
  • ხარისხის მართვის ევროპული ფონდის პროექტი

გიორგი ვეკუა ასევე იყო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მრჩეველი, კომპანია LLC Horizon Consulting-ის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი.

არის 7 სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. არის „საარბიტრაჟო ლექსიკონი ქართულ ენაზე“ სარედაქციო კოლეგიის წევრი.

2020 წლიდან არის პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოს წევრი.