სენდი ჰალიდეი

მეცნიერებათა საპატიო ბაკალავრი, ფილოსოფიის მაგისტრი, სერტიფიცირებული ინჟინერი, სერტიფიცირებულ ინჟინერთა სამეფო ინსტიტუტის წევრი, ხელოვნებათა სამეფო საზოგადოების სტიპენდიანტი, Gaia Research, დირექტორი, ედინბურგი, შოტლანდია

სენდი ჰალიდეი სერტიფიცირებული ინჟინერი, მრავალი საყურადღებო პუბლიკაციის ავტორი და ინტერდისციპლინარული მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილების მქონე კომუნიკატორია. 1986 წლიდან მუშაობს ანთროპოგენური გარემოს საკითხების შესწავლაზე; გარდა ამისა, სთავაზობს მდგრად განვითარებსთან დაკავშირებულ კონსულტაციებს კერძო, სახელმწიფო და მესამე სექტორის ორგანიზაციებს. 1995 წელს სენდი ჰალიდეიმ დააფუძნა ორგანიზაცია Gaia Research (ამჟამად Gaia Group), რომლის მთავარი მიზანია ანთროპოგენურ გარემოსთან დაკავშირებული მდგრადი გადაწყვეტილებების შემუშავება. სენდის პრაქტიკული პორტფოლიო მოიცავს ერთდროულად სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას, პროექტირებას, შეფასებას, გავრცელებას, სწავლებას და შესაძლებლობების გაძლიერებას. 

სენდის უნარი დააახლოვოს მდგრადი არქიტექტურა და ინჟინერია აღიარებულია ბრიტანეთის არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის საპატიო სტიპენდიების (RIBA, 2020), არქიტექტორთა სამეფო გაერთიანების შოტლანდიაში (RIAS, 2018) და ქალთა საინჟინრო საზოგადოების (Women’s Engineering Society) მიერ. 2018 წელს, ქალთა საინჟინრო საზოგადოებამ (WES) სენდი დაასახელა როგორც ერთ-ერთი საუკეთესო 50 ქალ ინჟინერს შორის, რომლებიც მუშაობენ მდგრადობის საკითხებზე დიდ ბრიტანეთში.

სენდის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის თემებია ცირკულარული ეკონომიკა, სამშენებლო ფიზიკა, ენერგოსისტემები, განათების სისტემები და დღის განათება, ჰაერის კონდიცირება მზის ენერგიის მეშვეობით, ინოვაციური სავენტილაციო სისტემები,   საცხოვრებელ გარემოში ალერგიის დაბალი დონის უზრუნველყოფა, სკოლების პროექტირება, დახურული სივრცის ჰაერის ხარისხის მნიშვნელობა დემენციით დაავადებული ადამიანებისთვის, დინამიური იზოლაცია, ცხოველთა არქიტექტურა, და სხვა. სენდი „RIAS გარემოსდაცვითი განაცხადის“ (RIAS Environmental Statement) და მსოფლიოში პირველი „მდგრადი დიზაინის RIAS აკრედიტაციის სქემის“ ავტორია (RIAS Accreditation Scheme in Sustainable Design). მისი პრაქტიკული გამოცდილება მოითხოვს, რომ მას კარგად ესმოდეს თანამედროვე საკითხები (იხ. პუბლიკაციები).

სენდის საქმიანობის დიდი ნაწილი უკავშირდება დაწვრილებითი რეკომენდაციების გაცემას, დაწყებული სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებით და დამთავრებული ბრიფების ჩამოყალიბებით, სპეფიციკაციებით, ტენდერის ჩატარებით, პროექტის მართვით და სარგებლობისშემდგომი შეფასებით. სენდიმ ამ რეკომენდაციებს მოუყარა თავი პროცესის მართვის შემდეგ სახელმძღვანელოებში: შენობა-ნაგებობების და მათი მომსახურების გარემოსდაცვითი კოდექსი (1994), არქიტექტორის ცნობარის თანმხლები მწვანე სახელმძღვანელო (2000, 2007)  და ბრიტანელ არქიტექტორთა სამეფო ინსტიტუტის (RIBA) სამუშაო გეგმის გარემოსდაცვითი სახელმძღვანელო (2016). სენდი ჰალიდეს პრაქტიკული გამოცდილება ვრცელდება როგორც ინდივიდუალურ საცხოვრებელ სახლებზე, ასევე მრავალბინიან კორპუსებზე, ტურისტულ და სპორტულ ცენტრებზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებზე. 

სტრათკლაიდის უნივერსიტეტში, მდგრად განვითარებაზე ორიენტირებული საინჟინრო პროექტირების პროფესორის თანამდებობაზე მოღვაწეობისას, მან შეიმუშავა მდგრადი პროექტირების თორმეტნაწილიანი სასწავლო კურსი სტუდენტებისა და დარგის სპეციალისტებისთვის; ეს კურსი შემდგომში დაედო საფუძვლად “მდგრადი მშენებლობის” საყოველთაოდ აღიარებულ სახელმძღვანელოს, რომელშიც თავმოყრილია საუკეთესო პრაქტიკის 120 სასწავლო მაგალითი. სენდის ბლოგში რეგულარულად ქვეყნდება ინფორმაცია ბოლო მოვლენების და აქტივობების შესახებ. 

www.gaiagroup.org