აუდრონე ალიოშიუტე - პაულაუსკიენე
ლიეტუის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავას“ მმართველი დირექტორი, ლიტვა
აუდრონე ალიოშიუტე-პაულაუსკიენე არის მდგრადობისა და კორპორაციული პასუხისმგებლობის პროფესიონალი, 20 წელზე მეტი გამოცდილებით კორპორაციულ და საჯარო სექტორებში. მისი ექსპერტიზის ძირითადი სფეროები მოიცავს მდგრადი განვითარების/ESG სტრატეგიის შემუშავებას, კორპორაციულ პარტნიორობას და დაინტერესებულ მხარეებთან კომუნიკაციას, კორპორაციულ მმართველობას, გარემოსდაცვით პოლიტიკას, შესაძლებლობების განვითარებას, სოციალური ზემოქმედების და მდგრადობის ანგარიშგებას.
ამჟამად აუდრონე არის ლიტვის მდგრადი ბიზნესის ასოციაციის „ლავა“-ს დირექტორი, ვილნიუსის უნივერსიტეტის პროფესორი და დამოუკიდებელი ექსპერტი ლიტვის ეროვნულ საკონტაქტო დეპარტამენტში OECD სახელმძღვანელო მითითებების განხორციელებისათვის (National Contact Point of OECD Guidelines for Multinational Enterprises) ის ასევე არის „ლავა“-ს თანადამფუძნებელი.
ლიეტუის პასუხისმგებელი ბიზნეს ასოციაცია „ლავა“ აერთიანებს 45 კომპანიასა და ორგანიზაციას, რომლებიც ხელს უწყობენ მდგრადობის პრინციპების განხორციელებას. „ლავა“ არის პირველი ბიზნეს ასოციაცია ლიეტუაში, რომელიც ფოკუსირებულია კორპორაციულ მდგრადობაზე და მიზნად ისახავს ჩამოაყალიბოს და გააძლიეროს პასუხისმგებელი და მდგრადი ბიზნეს ეკოსისტემა ლიეტუაში.
აუდრონე არის თანადამფუძნებელი და ყოფილი დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციისსა „ადმინისტრაციისა და ტექნოლოგიების გარემოსდაცვითი ცენტრი“ (ECAT-ლიტვა). წლების წინ ამ ორგანიზაციამ წამოიწყო ადგილობრივი მდგრადობის პირველი კამპანია ლიეტუის მუნიციპალიტეტებისთვის.
აურდონე ასევე მუშაობდა გარემოსდაცვით ექსპერტად ბალტიის გარემოსდაცვით ფორუმში ლიეტუაში, სადაც წამყვანი როლი ეკავა ქიმიური პროექტის აქტივობების ზედამხედველობაში აღნიშნული პროექტის მზიანი იყო გარემოზე ბიზნესის ზემოქმედების მინიმიზაცია.
აუდრონს აქვს ბაკალავრის ხარისხო გეოგრაფიაში (ვილნიუსის უნივერსიტეტი, ლიეტუა) და მაგისტრის ხარისხი საჯარო ადმინისტრირებაში (კაუნასის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, ლიეტუა). ის იყო „სახელმწიფო პროგრესის საბჭოს“ წევრი 2014 - 2021 წლებში. მას უყვარს საჯარო გამოსვლები -რამდენიმე წლის განმავლობაში იგი იყო კაუნასის საჯარო გამოსვლების კლუბ „Toastmasters“-ის პრეზიდენტი.