ანა ბოლტი

ანა ბოლტი არის პრინც ჩარლზის პასუხისმგებელი ბიზნესის ქსელის „ბიზნესი საზოგადოებაში“ (Business in the Community/BITC) კომუნიკაციების მენეჯერი. ბიზნეს ქსელი დაარსდა დაახლოებით 40 წლის წინ, უელსის პრინცი ჩარლზის მიერ და წარმოადგენს უძველეს და უდიდეს ბიზნეს ორგანიზაციას, რომლის მიზანია პასუხისმგებელი ბიზნესის წახალისება და ხელშეწყობა დიდ ბრიტანეთში.

ანა ცხოვრობს და მოღვაწეობს ლონდონში. იგი აქტიურად მონაწილეობს BITC-ის საკომუნიკაციო საქმიანობის დაგეგმვაში და ზედამხედველობაში, რაც გულისხმობს პასუხისმგებელი ბიზნესის მნიშვნელობის გაძლიერებას და ზრდას. 

აღნიშნულ პოზიციამდე, ანა წარმატებით მართავდა BITC-ის წამყვან პროგრამას - პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს. აღნიშნული კონკურსი პირველად ჩატარდა 1997 წელს და მას შემდეგ აქტიურად წარმოაჩენს ბიზნესის რეალურ ნაბიჯებს და ცვლილებებს, მიმართულს საზოგადოების კეთილდღეობის ამაღლებისკენ. ანა ბოლტის მოვალეობა მოიცავდა, როგორც კონკურსის სტრატეგიული წარმართვას, დაინტერესებულ მხარეთეებთან კომუნიკაციას და მათი ჩართულობის უზრუნველყოფას, ისე პროგრამის ყოველდღიური საქმიანობის მართვას.

ანა არის PRINCE2-ის კვალიფიციური პრაქტიკოსი. მას აქვს მაგისტრის ხარისხი ინტერკულტურულ კომუნიკაციებში და ბედფორდშირის უნივერსიტეტის (ბრიტანეთი) ბაკალავრის პირველი კლასის საპატიო ხარისხი საერთაშორისო ბიზნეს კვლევებში. ანას პროფესიული ინტერესები დაკავშირებულია პროექტის მენეჯმენტთან, სტრატეგიულ მარკეტინგთან და კომუნიკაციებთან.