ელენ კოენი

ელენ კოენს აქვს ბიზნესისა და მდგრადი განვითარების მართვის 30-წლიანი გამოცდილება, აქედან რვა წლის მანძილზე იგი იყო ევროპაში Procter and Gambleის მოწოდების ქსელის აღმასრულებელი მენეჯერი და რვა წელი - Unilever-ის ადამიანური რესურსებისა და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის რეგიონული ვიცე-პრეზიდენტი.

2005 წლიდან ელენ კოენი, როგორც დამოუკიდებელი ექსპერტი, საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კომპანიებს სტრატეგიული განვითარებისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში. იგი ასევე არის გამოცდილი ტრენერი. ელენს აქვს საკუთარი ბლოგი, რომელზეც იგი მუდმივად წერს CSR-ისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების შესახებ, ხშირად არის კონფერენციების თავმჯდომარე და მომხსენებელი, აგრეთვე სამი წიგნის ავტორი მდგრადი განვითარების საკითხებზე.

ელენ კოენი არის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი საკონსულტაციო ორგანიზაციისა „Beyond Business“, რომელიც საკონსულტაციო მომსახურებას უწევს კომპანიებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობისა და მდგრადი განვითარების ანგარიშგების მიმართულებით, კერძოდ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: CSR და მდგრადი განვითარების სტრატეგიის შემუშავება, პასუხისმგებელი კომუნიკაცია, დაინტერესებულ მხარეებთან ურთიერთობა, არსებითი ზეგავლენების ანალიზი, ანგარიშგება, აუდიტი და შეფასება. „Beyond Business“-ი განსაკუთრებით გამოირჩევა ექსპერტიზით მდგრადი განვითარების ანგარიშგების სფეროში; 2007 წლიდან ორგანიზაცია 75 ანგარიშის მომზადებაში დაეხმარა საკუთარ კლიენტებს, მათგან უმეტესობა GRI ფორმატით იყო მომზადებული.

2017 წელს ელენ კოენი დაასახელეს „Trust Across America“-ს სანდო ბიზნესის 100 ყველაზე გავლენიან სპეციალისტს შორის და დააჯილდოვეს ცხოვრების მანძილზე მიღწეული წარმატებებისათვის. 2018 წელს კი „Onalytica“-მ იგი მსოფლიოში მდგრადი განვითარების ერთ-ერთ საუკეთესო სპეციალისტად დაასახელა (ტოპ 20-ეული).