კატეგორია: მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში

2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. წლევანდელი კონკურსი, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ტარდება, კომპანიებს იმ  პროექტებისა თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

19 მაისს კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში 'მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში' გამარჯვებული გამოვლინდება.

ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული  პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა კანონით დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც იყო COVID-19-ის პერიოდში  მცირე და საშუალო ბიზნესის, აგრეთვე პანდემიით ყველაზე მეტად დაზარალებული სექტორების კომპანიათა მხარდაჭერა, მათი დახმარება ფინანსური გამოწვევებისა და პანდემიით მიყენებული ზარალისა და სირთულეების დასაძლევად.

კატეგორიაში 'მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში' მონაწილეობას იღებენ კომპანიები:

საქართველოს ბანკი

ევროპაბეთი

ეფეს საქართველო

ტერაბანკი

თიბისი ბანკი

ბიოდიო

ეისითი

კრესტონ პაპიშვილი

GAC

Onesoft

Quick

წამყვანი ქართველი და უცხოელი  ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეაფასა კონკურსში წარდგენილი პროექტები სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობისა და შედეგებზე მდგრადობის მიხედვით. კონკურსის ჟიური შედგებოდა უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ისრაელი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

კონკურსის სპონსორია Moore Abc.