კატეგორია: თანამშრომელთა მხარდაჭერა Covid პანდემიის პერიოდში

2021 წლის 19 მაისს, „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020’-ის დაჯილდოების ცერემონია ონლაინ ფორმატში გაიმართება. წლევანდელი კონკურსი, რომელიც განსაკუთრებული ფორმატით ტარდება, კომპანიებს იმ  პროექტებისა თუ ინიციატივებისთვის დააჯილდოვებს, რომლებიც მათ თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში Covid პანდემიასთან საბრძოლველად განახორციელეს.

19 მაისს კონკურსის ფარგლებში კატეგორიაში „თანამშრომელთა მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში“ გამარჯვებული გამოვლინდება.

ამ კატეგორიაში დაჯილდოვდება ის გამორჩეული  პროგრამა/პროექტი/ინიციატივა, რომელიც კომპანიამ განახორციელა  კანონით დაკისრებული მოთხოვნების მიღმა და რომლის მიზანიც არის პანდემიის დროს თანამშრომლებზე ზრუნვა, მათი ფიზიკური, მენტალური, სოციალური და ფინანსური კეთილდღეობის უზრუნველყოფა.

კატეგორიაში ‘თანამშრომელთა მხარდაჭერა Covid-პანდემიის პერიოდში’ მონაწიელობას იღებენ კომპანიები:

ანაგი

საქართველოს ბანკი

ჯიპიაი ჰოლდინგი

ლიბერთი ბანკი

ეფეს საქართველო

რიკო

არემჯი

თიბისი ბანკი

ეიპიემ ტერმინალს ფოთი

ბიდიო

მეიჯერელ საქართველო

ფილიპ მორისი

ჰილტონი

ბლაუნშტაინ საქართველო

დუთი ფრი საქართველო

დიო

ეკოჰაუს ფექტორი

ემბისი

უნივერს ბიზნეს ჯგუფი

 

წამყვანი ქართველი და უცხოელი  ექსპერტებისგან შემდგარმა დამოუკიდებელმა ჟიურიმ უკვე შეაფასა კონკურსში წარდგენილი პროექტები სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობისა და შედეგებზე მდგრადობის მიხედვით. კონკურსის ჟიური შედგებოდა უცხოელი (დიდი ბრიტანეთი, სლოვაკეთი, ავსტრია და ისრაელი) და ქართველი ექსპერტებისაგან, საერთაშორისო და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციებიდან და აკადემიური წრეებიდან.

Meliora – „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ყოველწლიურად იმართება.

კონკურსის სპონსორია Moore Abc.