მოორ ეიბისი Meliora 2020-ის სპონსორია

კომპანია მოორ ეიბისი "საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2020"-ის სპონსორია.

მოორ ეიბისი წარმოადგენს ერთ-ერთ ლიდერ კომპანიას ქვეყანაში, რომელიც 2008 წლიდან ეწევა მომსახურებას საბუღალტრო და საგადასახადო აღრიცხვა-ანგარიშგების, ქონების შეფასების, აუდიტის და დაკავშირებული პროფესიული მომსახურების სფეროში მთელი საქართველოს მასშტაბით.

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) წელს უკვე  მესამედ ატარებს კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის საუკეთესო ინიციატივების ყოველწლიურ კონკურსს - საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს Meliora. კონკურსი ტარდება „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით. 

COVID-19-ის თანმხლები გამოწვევების გამო, კონკურსი განსაკუთრებული ფორმატით ტარდება.  ამ რთულ რეალობაში ბიზნესის მხარდასაჭერად, 2020 წლის კონკურსი იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს ეძღვნება, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებშ განახორციელეს ოანდემბიით გამოწვეული ზარალის შესამცირებლად. 

კონკურსის დაჯილდოვების ღონისძიება 2021 წლის გაზაფხულზე გაიმართება.