კომპანია “ელემენტ ჰოლდინგი” პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის სპონსორია

“ელემენტ ჰოლდინგი” პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის სპონსორია.

კომპანია 2007 წელს დაარსდა და ამჟამად სამშენებლო სექტორის 10-ზე მეტ  წარმომადგენელს აერთიანებს.

შვილობილი კომპანიების რესურსი მოიცავს ინდუსტრიული, ჰიდროტექნიკური თუ სამოქალაქო მშენებლობისთვის საჭირო მიმართულებებს და ფლობენ სხვადასხვა გლობალური ბრენდის ექსკლუზიურ წარმომადგენლობას.

„ელემენტ ჰოლდინგის” წარმატება ინოვაციურ სამშენებლო მიდგომებსა და თანამედროვე მენეჯმენტ სისტემაზეა დაფუძნებული.

შეგახსენებთ, რომ განაცხადების მიღება 20 თებერვალს დასრულდა და წლევანდელ კონკურსში 59 კომპანია, 86 პროექტით მონაწილეობს.

მრავალფეროვანი СSR კატეგორიების, ჟიურის წევრებისა  და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით.

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში.

________________

 ჩვენ ვაკეთებთ ქართულ საქმეს! „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღება და „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციებად“ რეგისტრაციის მოთხოვნა, შეუძლებელს გახდის ჩვენს საქმიანობას და შეაფერხებს ათასობით მოქალაქის მხარდაჭერას. ეს კანონი საფრთხეს უქმნის ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორებთან თანამშრომლობას და  ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებას.

#არარუსულკანონს

#კიევროპას