“საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნეს კონკურსის Meliora 2024” განაცხადების მიღება დასრულდა
უკვე ცნობილია იმ კომპანიებისა და პროექტების რაოდენობა, რომლებიც კონკურს Meliora 2024-ის მონაწილეები არიან. წელს 59 კომპანია 86 CSR პროექტით დარეგისტრირდა რომლებმაც ჯამში 9 სხვადასხვა კატეგორიის ფარგლებში წარადგინეს საკუთარი განაცხადები.
აპლიკაციების მიღება 15 იანვარს დაიწყო და 20 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.
განაცხადებს წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებით შეაფასებს დამოუკიდებელი ჟიური, რომელიც დარგის ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შედგება. შემფასებელთა გადაწყვეტილებებზე ნებისმიერი ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით, ქართველი ჟიურის ვინაობა, კონკურსის დასრულებამდე კონფიდენციალურად დარჩება, საერთაშორისო ჟიურის კი შეგიძლიათ ჩვენს ვეგბერდზე გაეცნოთ.
გამარჯვებული პროექტები და კომპანიები დაჯილოდების საზეიმო ცერემონიაზე, 2024 წლის ივნისში გახდება ცნობილი.