გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის სპონსორია

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსის Meliora 2024-ის სპონსორია. 

გაეროს ქალთა ორგანიზაცია (UN Women) - გაეროს სააგენტო, 2010 წელს, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ დააფუძნა. მისი  დანიშნულება გენდერული თანასწორობისა და ქალთა შესაძლებლობების გაზრდის ხელშეწყობაა. 

წელს, კონკურსის ფარგლებში, გენდერული თანასწორობის საკითხებზე, კიდევ უფრო მეტი ყურადღება გამახვილდება. გენდერული თანასწორობის თემა, Meliora-ს შემდეგ სამ კატეგორიას დაემატა:

 

 

  • პასუხისმგებელი დამსაქმებელი 
  • კეთილსინდისიერი საქმიანობა ბაზარზე 
  • საზოგადოების მხარდაჭერა 

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG) აღნიშნულ კონკურს უკვე მეხუთედ ატარებს, განაცხადების მიღება კი 20 თებერვლამდეა შესაძლებელი.  

მრავალფეროვანი СSR კატეგორიებისა და სხვა დეტალების შესახებ ინფორმაციას ჩვენს ვებგვერდზე გაეცნობით. 

კონკურსი ტარდება ევროკავშირისა (EU) და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივამდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის“ ფარგლებში.