23 დეკემბერს გაიმართება ჯგუფური საკონსულტაციო შეხვედრა

„საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი“, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა“ ფარგლებში, მიმდინარე წელს  უკვე მეოთხედ ატარებს „საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსს - Meliora 2022“, რომელიც მიმდინარეობს სხვადასხვა ადილობრივ პარტნიორებთან თანამშრომლობითა და ევროპელი ექსპერტების ჩართულობით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.

კონკურსის ორგანიზატორები დაინტერესებული კომპანიებისათვის ჯგუფურ კონსულტაციებს მართავენ, რომლებზეც დაწვრილებით განმარტავენ კონკურსის მოთხოვნებსა და პირობებს, განაცხადის შევსების წესებს, ასევე პასუხს გასცემენ კითხვებს. 

პირველი ჯგუფური კონსულტაცია გაიმართება 23 დეკემბერს, 12:00 საათზე, პლატფორმა ZOOM-ის მეშვეობით. 
 
კონსულტაციაზე დასასწრებად გთხოვთ შეავსოთ მარტივი ფორმა - https://forms.gle/5PXs8uqs8dTYa1wD7 - 22 დეკემბრის 17:00 საათამდე.
 
რეგისტრაციის შემდგომ თქვენ გამოგეგზავნებათ ZOOM-ის ბმული.