საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 და Covid-19

COVID-19-ის თანმხლები გამოწვევების გამო, საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 შეცვლილი პირობებით გამოცხადდა.

მსოფლიოში განვითარებული კრიზისი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ კერძო სექტორი, საზოგადოება და გარემო ურთიერთდამოკიდებულია. მიუხედავად იმისა, რომ პანდემია დამაზიანებელია როგორც მსხვილი,  ისე მცირე ბიზნესებისათვის, პასუხისმგებელ კომპანიას უჩნდება უნიკალური შესაძლებლობა წარმოაჩინოს, თუ რამდენად მდგრადია  და მომზადებული მართოს რისკები და მოერგოს ახალ გარემოებებს.

დღეს ამ უჩვეულო და უპრეცენდენტო პერიოდში პასუხისმგებელიბიზნესი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე აქამდე ოდესმე ყოფილა.

პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსში Meliora  2020 მონაწილეობის მიღება შეუძლიათ იმ კომპანიებს, რომლებმაც CSR ინიციატივები თუ პროექტები პანდემიით გამოწვეულ კრიზისთან გასამკლავებლად განახორციელეს.

წელს ჯილდო გაიცემა ოთხ კატეგორიაში, რომლებიც მოიცავს COVID-19-ის კრიზისის საპასუხოდ კომპანიების პასუხისმგებელი ინიციატივების ძირითად თემებს. ესენია:

  • თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
  • მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
  • საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში
  • მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში

იხილეთ კატეგორიების შესახებ ვრცელი ინფორმაცია - https://new.meliora.ge/ka/categories-2020

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ქვეყანაში მოქმედ ნებისმიერი ზომის კომპანიას.

კონკურსი იმართება CSRDG-ის ორგანიზებით, „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით.