ჯი-თი-ეს ელექტრონიქსი
ქვეყანაში არსებული მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებაში საკუთარი წვლილის შეტანის მიზნით კომპანიამ გადაწყვიტა თავის საქმიანობაში დანერგოს საერთაშორისო სტანდარტები, მათ შორის, გარემოსდაცვითი მართვის სისტემა ISO14001.
2016 წელს კომპანიამ EBRD-ისგან მიღებული გრანტით დაიქირავა საერთაშორისო კონსულტანტი და ორი წლის განმავლობაში გეგმაზომიერად იმუშავა არსებული მდგომარეობის
გასაუმჯობესებლად. კერძოდ: სტანდარტების შესაბამისად გამოიყო სახიფათო ნარჩენების შესაგროვებელი სივრცე; ყველა ნარჩენი ტრანსპორტირდება ლიცენზირებული კომპანიის მეშვეობით და უტილიზდება; დაინიშნა გარემოსდაცვითი მმართველი, რომლის მოვალეობაა თანამშრომლების ინფორმირება ნარჩენების სწორად განაწილების შესახებ, ნარჩენების კონტროლი, აღრიცხვა და დროულად გატანის უზრუნველყოფა. ოფისის ტერიტორიაზე ყველა ნათურა შეიცვალა ელექტროენერგიის დამზოგავი LED-ნათურით. „ჯი-თი-ეს ელექტრონიქსი“ შეუერთდა კამპანიას „სუფთა ჰაერისთვის“ და მის ფარგლებში მუშაობს სახიფათო ნარჩენების შესახებ ცნობიერების ამაღლებაზე, მონაწილეობს ავტომობილების ტექინსპექტირების მხარდასაჭერ აქციაში.
2018 წლის მარტში „ჯი-თი-ეს ელექტრონიქსი“ გახდა პირველი კომპანია, რომელმაც ერთდროულად სამი საერთაშორისო სტანდარტი (ISO 14001; OHSAS 18001, ISO 9001) დანერგა.
კომპანია მუშაობს საერთაშორისო და ადგილობრივი კანონებისა და სტანდარტების დაცვით.