საქართველოს ბანკი

ბუნებრივი რესურსების რაციონალური მართვის მიზნით, კომპანიაში ყოველთვის ხდებოდა გამოყენებული ქაღალდის შეგროვება და მეორადი გამოყენება, თუმცა 2017 წლის აგვისტოდან „საქართველოს ბანკმა“ დაიწყო უფრო ორგანიზებული და თანმიმდევრული პროექტი და გამოყენებული ქაღალდის შეგროვების მიზნით სათავო ოფისში ეკომეგობრული მასალით დამზადებული 40-ზე მეტი მწვანე ტომარა განათავსა.

პროექტი დაიწყო საკომუნიკაციო კამპანიით გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების შემცირების, ქაღალდის დაზოგვის და გამოყენებული ქაღალდის შეგროვება/გადამუშავების საკითხებზე; ქაღალდის დაზოგვის მიზნით ბანკის სტანდარტული ქვითრები ელექტრონული ქვითრებით ჩანაცვლდა; შემუშავდა ტომრების დიზაინი. ეს ყველაფერი დაეხმარა თანამშრომლებს დაზოგონ, არ გადაყარონ და შეაგროვონ ქაღალდი.

„მწვანე ტომრის“ კამპანიამ ხელი შეუწყო ბანკის თანამშრომლების ეკოდამზოგავი ცნობიერების ჩამოყალიბებას და ქაღალდის გამოყენების შემცირებას. შეგროვებული ქაღალდი ამ ეტაპზე გადაეცემა სოციალურ საწარმო „მწვანე საჩუქარს“, რომელიც მისგან ეკომეგობრულ პროდუქციას ამზადებს.

ბანკის თანამშრომლები ყოველთვიურად იღებენ სტატისტიკურ ანგარიშს „მწვანე ტომრით“ შეგროვებული მაკულატურის შესახებ. აღსანიშნავია, რომ 2017-2018 წლებში პროექტის ფარგლებში შეგროვდა 11 ტ. მაკულატურა და გადარჩა 187 ხე. ელექტრონულ ქვითრებზე გადასვლამ ბანკში ქაღალდის გამოყენება 70%-ით შეამცირა.