საქართველოს ბანკი
ბორისი ბანკში მოსვლამდეც სოციალურ პროექტებზე მუშაობდა და რამდენიმეს სულისჩამდგმელიც იყო. CSR-სამსახურში მან მძლავრი, 7-კაციანი გუნდი ჩამოაყალიბა, რომელიც ბანკის მრავალრიცხოვან სოციალურ პროექტებს უძღვება.
ბორის კიკნაძე წარმატებით თანამშრომლობს ბანკის მენეჯმენტთან. მისი დამსახურებით შემუშავდა ბანკში CSR-სტრუქტურა და ბანკის საქველმოქმედო ფონდი „სიცოცხლის ხე“ CSR-სამსახურს დაექვემდებარა. 3-ჯერ გაიზარდა ბანკის CSR-საქმიანობის ბიუჯეტი. CSR-ი იქცა „საქართველოს ბანკის“ პრიორიტეტულ მიმართულებად და ტოპმენეჯმენტი აქტიურად
მონაწილეობს როგორც სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღებაში, ისე პროექტებსა და პროცესებში. ბანკის რიგითი თანამშრომლებიც აქტიურად ჩაერთნენ ისეთ სხვადასხვა სოციალურ ღონისძიებაში, როგორიცაა Wing For Life, World Clean Up Day, #მოვლა, არასამთავრობო ორგანიზაციების და ფონდების მხარდაჭერა და სხვა.
ბორის კიკნაძე მუდმივად ცდილობს სიახლეების შემოტანას. მისი ავტორობით შეიქმნა, მაგალითად, ინოვაციური საქველმოქმედო პლატფორმა donate.ge, რომლის საშუალებითაც ადამიანები მარტივად გასცემენ სხვადასხვა ნივთს გარკვეული საჭიროების მქონე ჯგუფების დასახმარებლად. ბორისის ძალისხმევით დააფინანსა „საქართველოს ბანკმა“ და გახდა კიდეც მთავარი პარტნიორი ისეთი ინოვაციური პროექტებისა, როგორებიცაა: TedX Tbilisi, Social Impact Award, Khan Academy Georgia, Nebula, Public Speaking Competition და სხვა. ბორისის ინიციატივით ბანკის სოციალური დახმარებების 400 ათასი ლარი მოხმარდა სოციალურ მეწარმეთა დაფინანსებას, რის შედეგადაც შეიქმნა ისეთი წარმატებული საწარმოები, როგორებიცაა: „ჭკვიანი გემო“, „მწვანე საჩუქარი“, „ოჩოკემპი“, „ამფორეა“, „ჩართე“, „წნული“ და სხვა. ბორისის ინიციატივით „საქართველოს ბანკი“ ჩაერთო პრობონო ქსელში და ამ მიმართულებით ყოველწლიურად მართავს მასშტაბურ ღონისძიებას. პრობონო აქტივობებით ხორციელდება სოციალური საწარმოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების მხარდაჭერა.