თიბისი ბანკი
ბანკმა მიზნად დაისახა შეემუშავებინა მაქსიმალურად გამჭვირვალე, გასაგები, მოკლე და ინფორმაციული ანგარიში. “თიბისის” მარკეტინგის გუნდი გაეცნო საერთაშორისო ორგანიზაციების გამოცდილებას და სხვა შესაბამის ანგარიშებს კორპორატიულ სოციალურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით. ანგარიშში შევიდა ინფორმაცია “თიბისის” მიერ განხორციელებული საქმიანობის შესახებ შემდეგ სფეროებში: ბიზნესის განვითარება, კულტურა, ხელოვნება, მეცნიერება, მემკვიდრეობა, მომავალი თაობა, გარემოს დაცვა, სპორტი.
2018 წ. დეკემბერში საგანგებოდ გამართულ ღონისძიებაზე ანგარიში წარედგინა საზოგადოებას. მოწვეული იყვნენ პარტნიორი ორგანიზაციების, სახელმწიფო სტრუქტურების, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჟურნალისტები და სხვა. ანგარიშის ნაბეჭდი ვერსიები დაურიგდა ყველა სტუმარს. ელექტრონული ვერსიები დაეგზავნა `თიბისის~ ინვესტორებსა და მედიას, ასევე განთავსდა `თიბისის~ სოციალურ ქსელში და ვებ გვერდზე.