დიო
უნდა აღინიშნოს, რომ “დიო” 2017 წლამდეც აქტიურად იყო ჩართული სოციალურ აქტივობებში, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციას არ აწარმოებდა. ვებგვერდზე CSR-ველის დამატება მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარ ბიზნეს სტრატეგიაში ფორმალურად დააფიქსირა და ამ მიმართულებით უფრო გრძელვადიანი და მდგრადი შედეგების მიღწევის მიზნით დამატებითი რესურსების გამოყოფა გადაწყვიტა.
ვებგვერდის CSR-ველი შექმნა კომპანიის მარკეტინგის განყოფილებამ, დირექტორთა საბჭოს, მარკეტინგის განყოფილების უფროსის და ციფრული მენეჯერის აქტიური ჩართულობით.
ამჟამად კომპანიის ვებგვერდზე, თანამშრომლების და ყველა სხვა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, აქტიურად შუქდება ყველა განხორციელებული CSR-აქტივობა; განთავსდა აგრეთვე ინფორმაცია უფრო ადრინდელი, 2012 წლიდან განხორციელებული, აქტივობების შესახებ.
`დიოს~ CSR-პოლიტიკისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია, ვებგვერდის გარდა, ტელევიზიით და ბეჭდვითი მედიის საშუალებითაც ვრცელდება.