ტიფლის ტექსტილი
აღნიშნული რეგულაცია ითვალისწინებს ქიმიურ ნივთიერებების წარმოება-იმპორტის რეგულაციებს ევროკავშირის ზონაში.
“STANDART 100 by OEKO-TEX” სერტიფიკატის მიღება ადასტურებს, რომ კომპანია არ ახდენს უარყოფით ზეგავლენას ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე.
ამ პროექტით “ტიფლის ტექსტილმა” მაგალითი მისცა სხვა ქართულ კომპანიებს, რომ რაც შეიძლება მეტ ქართულ წარმოებას გაუჩნდეს ანალოგიური სერტიფიცირების მოტივაცია. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ პროექტის ზოგად, გრძელვადიან მიზანს ქართული პროდუქციის ხარისხის ამაღლება და ექსპორტის ზრდა წარმოადგენს.
“ეკოტექსის” სერტიფიკატი “ტიფლის ტექსტილს” პროექტის დაწყებიდან სამ თვეში მიენიჭა. სერტიფიკატი საჭიროებს ყოველწლიურ განახლებას.
პროექტის შედეგად, ქართველ მომხმარებელს გაუჩნდა შესაძლებლობა სავსებით მისაღებ ფასად შეიძინოს მაღალი ხარისხის ადგილობრივი წარმოების წინდები, ხოლო ადგილობრივ სავაჭრო ბრენდებს კი შეუძლიათ შეუკვეთონ ნაწარმი საკუთარ ქვეყანაში, რაც, ერთი მხრივ, უმცირებს მათ ხარჯებს (მაგალითად ტრანსპორტირების), ხოლო მეორე მხრივ, აძლევს მარაგის დროულად შევსების შესაძლებლობას.
სერტიფიცირების შემდგომ საწარმოსთან თანამშრომლობის მსურველთა რიცხვმა საგრძნობლად იმატა. დღეისათვის “ტიფლის ტექსტილი” აწარმოებს ექსპორტს რამდენიმე ქვეყანაში; მიმდინარეობს მოლაპარაკება სხვადასხვა ცნობილ ბრენდთან.