საქართველოს ბანკი
გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობა:
აღნიშნული მიმართულებით, ბანკი ცდილობს გარემოზე ნეგატიური ზემოქმედების შემცირებას, ბუნებრივი რესურსების დაზოგვას და ნარჩენების შემცირებას.
კამპანია „ეკომეგობარი“ ბანკის თანამშრომლებს ელექტროენერგიის, წყლისა და სხვა რესურსების დაზოგვისკენ მოუწოდებს. ნარჩენების მართვის მიზნით ბანკის ოფისებში განთავსდა მაკულატურის შესაგროვებელი მწვანე ტომრები და შეგროვდა 8 ტონაზე მეტი მაკულატურა. სათავო ოფისში დამონტაჟდა ენერგოეფექტური ნათურები. ქაღალდის დაზოგვის მიზნით ბანკში სამი წელია მოქმედებს ელექტრონული ქვითრები.
`საქართველოს ბანკს~ ყოველწლიურად შეაქვს წვლილი 10 დაცული ტერიტორიის შენარჩუნებაში.
ბანკის დაფინანსებით შეიქმნა ადაპტირებული ეკობანაკი „ოჩო-კემპი“ ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიაზე და მაკულატურის გადამამუშავებელი სოციალური საწარმო „მწვანე საჩუქარი“.
ბანკი მუდმივად ზრუნავს თანამშრომლების კეთილდღეობასა და განვითარებაზე.
თანამშრომლებისთვის გათვალისწინებულია ფინანსური დახმარება და შვებულების დღეები ქორწინების, ბავშვის შეძენის, ოჯახის წევრის ავადმყოფობის ან გარდაცვალების შემთხვევაში; მოქმედებს ჯანმრთელობის დაზღვევა. სათავო ოფისში ფუნქციონირებს სატრენაჟორო დარბაზი, შექმნილია მოსასვენებელი სივრცე.
თანამშრომლების პროფესიული განვითარებისთვის შექმნილია დისტანციური სწავლების პლატფორმა learning.bog.ge
დაინერგა Workplace – ფეისბუკში ინტეგრირებული ვირტუალური სივრცე, რომელიც ამარტივებს კომუნიკაციას თანამშრომლებსა და ხელმძღვანელობას შორის. პერიოდული Live-ჩართვების მეშვეობით ბანკის გენერალური დირექტორი პასუხობს თანამშრომელთა კითხვებს და აწვდის მათ ინფორმაციას მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ.
მომსახურება „ჩემი მეგობარი ადვოკატი“, საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს თანამშრომლების და მათი ოჯახის წევრთა სამართლებრივ დაცვას. „ჯანმრთელობის კლუბში“ იმართება იოგას და არტთერაპიის გაკვეთილები, შეხვედრები ფსიქოლოგებთან და დიეტოლოგებთან.
`საქართველოს ბანკის~ თანამშრომლების ინიციატივით შეიქმნა თანამშრომელთა ურთიერთდახმარების „ჩვენი ფონდი“, რომელიც უკვე დაეხმარა 20-მდე ბენეფიციარს.
პასუხისმგებლობა საბაზრო სივრცეში:
2019 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ბანკი 2.5 მილიონ მომხმარებელს, 271 სერვისცენტრის, 886 ბანკომატის, 3152 თვითმომსახურების ტერმინალის, დისტანციური საბანკო მომსახურების და 24-საათიანი სატელეფონო ცენტრის მეშვეობით ემსახურება.
საცალო საბანკო პროდუქტებია მიმდინარე და შემნახველი ანგარიშები, ანაბრები, ფულადი გზავნილები, იპოთეკური და სამომხმარებლო; მიკრო-, მცირე და საშუალო ბიზნეს-სესხები, განვადება, ავტოსესხი, საკრედიტო ბარათები და სხვა. Express Bank-ი მომხმარებელს სწრაფ მომსახურებას და მხოლოდ ძირითად საბანკო ტრანზაქციებზე დაფუძნებულ პროდუქტებს სთავაზობს. პრემიალური საბანკო მომსახურების SOLO კონცეფცია მთლიანად კლიენტის მოლოდინზეა ორიენტირებული და სადღეისოდ 47 ათასზე მეტ მომხმარებელს ემსახურება.
კორპორაციული საბანკო მიმართულება კომპანიებს ინდივიდუალურ სასესხო, ვაჭრობის ფინანსირების და სალიზინგო მომსახურებას სთავაზობს, ხოლო კორპორაციული საინვესტიციო საბანკო მომსახურება მოიცავს დაგროვილი ქონების მართვის და საბროკერო მიმართულებებს.
საზოგადოების და ცალკეული თემების მხარდასაჭერად:
“საქართველოს ბანკი” აფინანსებს განათლების, სიღარიბის დაძლევის და შშმ პირთათვის თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის პროგრამებს.
სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტების მეშვეობით ბანკი საქართველოში მცხოვრები ნიჭიერი სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომს ხდის მაღალი ხარისხის განათლებას. 2014 წლიდან დღემდე, სასტიპენდიო პროგრამების მეშვეობით, 500-ზე მეტ სტუდენტს დაუფინანსდა სწავლა საქართველოს, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ის წამყვან უნივერსიტეტებში.
ბანკის მიერ შექმნილი პლატფორმა https://donate.ge ნივთების უსასყიდლოდ გაცემის ან სასურველი ოდენობის თანხის 7 სხვადასხვა საქველმოქმედო ფონდში ერთჯერადი ან ყოველთვიური გადარიცხვის შესაძლებლობას იძლევა. პლატფორმის მეშვეობით 800-მდე დონორი დაუკავშირდა 1900-მდე ბენეფიციარს; შეგროვდა 70,000-ზე მეტი ნივთი.
თანაბარი შესაძლებლობების და სოციალური ინკლუზიის მხარდამჭერი პროექტები 2014 წლიდან ფინანსდება; შედეგად, საერთო ჯამში, 600-მდე შშმ პირს გადაეცა მათ საჭიროებებზე მორგებული ეტლი; შეიქმნა 15 სოციალური საწარმო, სადაც 20-ზე მეტი შშმ პირი დასაქმდა.