itcert-online.com examscert.com testkingdump.com

how to register your dog as an emotional support animalbest pet hair vacuum

ნარჩენების მართვაზე ორიენტირებული ინიციატივა

“პალიტრა მედიაჰოლდინგი”

პროექტი “მაკულიტერატურა”

გარემოს დაცვის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს მაკულატურის გადამუშავებას. მაგალითად, ერთი ტონა ქაღალდისგან მზადდება 21,000 სასკოლო რვეული, რომელიც გამოყენების შემდეგ იყრება. ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავებით შეიძლება 17 ხის გადარჩენა, იზოგება 26 მ3 წყალი და 2,3 მ2 მიწა.

მწვანე ეკონომიკა “პალიტრა მედია ჰოლდინგი”-ს მუდმივი სტრატეგიაა. 2012 წელს თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალზე კომპანიამ წიგნის მოყვარულებს შესთავაზა პროექტი „მაკულიტერატურა“, რომლის ფარგლებშიც ყველა მსურველს შეეძლო ჩაბარებული მაკულატურის ნაცვლად ახალი წიგნების მიღება. სამდღიანი პროექტის განმავლობაში შეგროვდა 125 ტ. მაკულატურა, რამაც გადააწყვეტინა ჰოლდინგს პროექტი გაგრძელებულიყო და უწყვეტი სახე მიეღო. თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში გაიხსნა მაკულატურის ჩაბარების მუდმივმოქმედი პუნქტი, მოგვიანებით კი პროექტმა რეგიონებიც მოიცვა.

„მაკულიტერატურის“ პროექტი რამდენიმე სასარგებლო საქმეს ემსახურება: წიგნს ხდის ხალხისათვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს და თანაც იცავს გარემოს. 6 წლის განმავლობაში “პალიტრა მედია ჰოლდინგი”-წ აქტივობამ 5 მილიონი კგ. მაკულატურა უახლეს ლიტერატურად აქცია და ამით 85,000 ხე გადაარჩინა მოჭრას.

ჰოლდინგი ახლო მომავალში „მაკულიტერატურის“ მასშტაბების გაზრდას გეგმავს და ამით უფრო მეტი ხის გადარჩენას.

minergate promo codebuy term paper

© 2018 all rights reserved by CSRDG