itcert-online.com examscert.com testkingdump.com

emotional support animalresearch papers for sale

პასუხისმგებელი დამსაქმებელი

“პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფი PMCG”

თანამშრომლების განვითარების პროგრამა

თანამშრომლების ინდივიდუალური განვითარების პროგრამა კომპანიაში ოფიციალურად 2017 წლიდან დაიწყო და უკვე მიიღო სისტემური, მუდმივი ხასიათი. პროგრამის მიზანია თანამშრომლების პროფესიული ზრდისა და განვითარების პროგრამის განხორციელებით კომპანიის წარმატებისა და მდგრადი განვითარების უზრუნველყოფა.

პროგრამა რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: საწყის ეტაპზე მოწვეული კონსულტანტის დახმარებით შემუშავდა ადამიანური რესურსების განვითარების სტრატეგია და მასზე დაყრდნობით თანამშრომელთა საჭიროებებზე მორგებული პერსონალური განვითარების გეგმები. შემუშავებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურად განსახორციელებლად კომპანიამ აიყვანა ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი. გაწერილი წლიური გეგმის მიხედვით, 2018 წლის განმავლობაში კომპანიის 40 თანამშრომელი გაივლის 32 ტრენინგს/ვორკშოფს, რომელთა ჯამური ღირებულება 40 000 ლარს შეადგენს.

პროგრამის ეფექტურობის შესაფასებლად მენეჯმენტის და თანამშრომლების პერიოდული გამოკითხვით დადასტურდა, რომ თანამშრომლების განვითარების გეგმის მათ რეალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებამ და გეგმების მომზადების თანამონაწილეობითმა პროცესმა გუნდის მოტივაციის, ენთუზიაზმის და უნარ-ჩვევების გაძლიერება განაპირობა; ორგანიზაციის შიგნით ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების პრაქტიკის დანერგვამ თანამშრომლებს შორის კონსტრუქციული და მეგობრული ურთიერთობები განამტკიცა და გუნდურობის, ურთიერთდახმარების კულტურა დაამკვიდრა.

© 2018 all rights reserved by CSRDG