itcert-online.com examscert.com testkingdump.com

მწვანე ინიციატივა

საბურავების გადამამუშავებელი კომპანია TRC

არ გადაყარო, რისი გადამუშავებაც შეიძლება

კომპანია “თი-ერ-სი” შეიქმნა 2017 წელს, ნარჩენების შემცირების და გადაყრილი საბურავებისგან გარემოს დასუფთავების მიზნით.

უწესრიგოდ გადაყრილი საბურავები დიდ ზიანს აყენებს ეკოსისტემას. “თი-ერ-სი”-ს საინიციატივო ჯგუფმა ჩაატარა კვლევა და დაადგინა, რომ საქართველოში ნარჩენების სახით ყოველწლიურად 7 მილიონი კილოგრამი საბურავი გროვდება, რომლის 95% იყრება გარემოში, რადგან საბურავების ნაგავსაყრელზე მიტანა აკრძალულია, გადამამუშავებელი საწარმო კი არ არსებობს.

ასე გაჩნდა საბურავების გადასამუშავებელი კომპანიის შექმნის იდეა, რომელიც დააფინანსა “სტარტაპ საქართველომ”. მას შემდეგ კომპანიამ გადაამუშავა 900 ტონა საბურავის ნარჩენი, რომლისგანაც 500 ტონა კაუჩუკის გრანულა დამზადდა; კომპანია ემსახურება დიდ და მცირე ორგანიზაციებს, აკითხავს მათ ადგილზე და საკუთარი ხარჯით გააქვს ნარჩენი საბურავები.

პროექტს რამდენიმე ტიპის სარგებელი მოაქვს: გარემოსდაცვითი თვალსაზრისით – კომპანია ყოველწლიურად შეძლებს 1000-12000 ტონა ნარჩენის შეგროვება-გადამუშავებას; ეკონომიკური თვალსაზრისით ამ რაოდენობის ნარჩენებიდან შესაძლებელია 600-800 ტონა კაუჩუკის გრანულის წარმოება, რაც ჩაანაცვლებს იმპორტირებულ პროდუქტს; საბურავების გადამამუშავებელი საწარმოს შექმნით კი ბევრ კომპანიას მოეხსნა ნარჩენების მართვის პრობლემა.

© 2018 all rights reserved by CSRDG