გულგრილობის ხმა

საქართველოში კანონით აკრძალულია არასრულწლოვანთათვის ცივი იარაღის მიყიდვა, თუმცა ეს აკრძალვა რეალურად არ სრულდება. ამასთან, ბოლო წლებში შეინიშნება არასრულწლოვანთა შორის ძალადობის ფაქტების შემაშფოთებელი ზრდა. სააგენტო watergunz–ის სოციალური კამპანია მიზნად ისახავდა ამ პრობლემისკენ მოსახლეობის ყურადღების მიპყრობას და, საზოგადოებრივი აზრის მობილიზების მეშვეობით, ცივი იარაღის რეალიზაციასთან დაკავშირებული კანონმდებლობის გამკაცრებას.

კამპანიის ფარგლებში შეიქმნა ვიდეო, რომელშიც ცივი იარაღებისგან აწყობილი ორკესტრი უკრავს ყველასათვის ნაცნობ სიმღერას „ჟუჟუნა წვიმა“. სიმღერას, რომელიც შეიცავს ძალადობრივ ფრაზებს, რასაც არავინ უკვირდება, საკმაოდ მხიარულად ჟღერს და დღემდე ამ სახით გადადის თაობიდან თაობაზე.

ექსპერიმენტის ფარგლებში, კამპანიის ორგანიზატორების ზედამხედველობით, ახალგაზრდების ჯგუფმა შეიძინა 100-მდე ცივი იარაღი, საიდანაც 11 ამგვარი ნივთით ხმის ინჟინრებმა და სხვა ექსპერტებმა, შექმნეს ორკესტრი.

მთავარი გზავნილი – “გულგრილობის ხმა” –  სოციალურ ქსელებში მოდებული ვირუსული ვიდეოს და ონლაინპეტიციის მეშვეობით გავრცელდა. შემდეგ ეტაპზე ვიდეოში ასახულმა ცივი იარაღების `ორკესტრმა~ თბილისის მთავარ გამზირზე, პირველი გიმნაზიის წინ გადაინაცვლა, სადაც ადამიანებს შეეძლოთ პირდაპირ მოესმინათ “გულგრილობის ხმისთვის” და რეალურ გარემოში მოეწერათ ხელი ცივი იარაღის რეალიზაციის გამკაცრებასთან დაკავშირებულ პეტიციაზე.

კამპანია ყველა წამყვანმა მედიასაშუალებამ გააშუქა; ათასობით ადამიანმა მოაწერა ხელი პეტიციას და გააზიარა კამპანიის ვიდეო. კამპანიის გაშვებიდან სამი თვის შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა საჯაროდ განაცხადა, რომ მთავრობა მალე მიიღებს განახლებულ კანონს, რომელშიც გათვალისწინებული იქნება სააგენტოს მიერ შემუშავებული პეტიციის მოთხოვნები.