თანამშრომელთა განვითარება, მრავალფეროვნება და ინკლუზია

„ჰილტონის“ 2017 წელს წამოწყებული ინიციატივა Thrive@Hilton მიზნად ისახავს კომპანიის თანამშრომლებისთვის ისეთი სამუშაო გარემოს შექმნას, რომელიც ეხმარება სტრესის დაძლევას, ზრდის შრომის პროდუქტიულობას და უზრუნველყოფს სულიერ და ფიზიკურ ჯანმრთელობას.

“ჰილტონ ბათუმში” გაიხსნა Thrive@Hilton ოთახი, რომელშიც შექმნილია ყველა პირობა თანამშრომლების ხარისხიანი დასვენებისა და რელაქსაციისთვის. `ჰილტონში~ ასევე დანერგილია კონცეფცია EatWell, რომელიც, ერთი მხრივ, ეხმარება თანამშრომელთა ჯანსაღ კვებას  მათ რაციონში ხილისა და ბოსტნეულის შეტანით, ხოლო მეორე მხრივ – გონივრულ კვებას და გადაყრილი საკვების რაოდენობის მინიმუმამდე შემცირებას.

“ჰილტონში” ყველას თანაბარი შესაძლებლობები აქვს. ამჟამად კომპანიაში დასაქმებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე 9 პირი. თანამშრომლებისთვის დაწესებულია მთელი რიგი შეღავათები ­- მოქნილი სამუშაო გრაფიკი, 6-თვიანი ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულება, 2-კვირიანი ანაზღაურებადი შვებულება მამებისთვის – შვილის შეძენის შემთხვევაში, სასტუმროს ვაუჩერი – ოჯახის შექმნის შემთხვევაში და მრავალი სხვა. ყველა თანამშრომელი დაზღვეულია და სარგებლობს 50%-იანი ფასდაკლებით `ჰილტონის~ რესტორნებსა და სპაცენტრებში.

ყველა ამ აქტივობის შედეგია, რომ თანამშრომელთა შენარჩუნების საშუალო მაჩვენებელი 2019 წელს, 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 3%-ით გაიზარდა.