ტორსტენ ველერი – გენერალური მენეჯერი

წლის CSR-მენეჯერის ნომინაციაში სასტუმრო “ჰილტონიდან” წარდგენილია მისი გენერალური მენეჯერი, ბატონი ტორსტენ ველერი. ჰილტონი CSR-პროგრამებს სხვადასხვა მიმართულებით ახორციელებს: ახალგაზრდების განვითარება, გარემოს დაცვა, თანამშრომელთა კეთილდღეობა, სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა და სხვა. ველერის ინიციატივით დაიწყო ლიდერობის პროგრამა, რომელიც აერთიანებს 35-ზე მეტ ახალგაზრდას. პროგრამის ფარგლებში ტარდება სხვადასხვა ტიპის შეხვედრები, ორიენტირებული ახალგაზრდა ლიდერების უნარებისა და კომპეტენციების განვითარებაზე. დამატებით, “ჰილტონი” GIZ-თან და პროფესიულ კოლეჯ `შავ ზღვასთან~ ერთად ახორციელებს პროფესიული სწავლების პროგრამებს. ტორსტენის თაოსნობით სასტუმროში ამოქმედდა ლურჯი ენერგიის კომიტეტი, რომელიც გეგმავს და ახორციელებს სხვადასხვა სოციალურ აქტივობას. კომიტეტის დამსახურებით “ჰილტონმა” დაიწყო საპნის ნარჩენების გადამუშავება და მიღებული პროდუქტის დარიგება მიუსაფარ ბავშვთა სახლებსა და საჭიროების მქონე ოჯახებში. გარემოს დაცვის მიმართულებით სასტუმრო გადაამუშავებს ქაღალდს. დღემდე მეორეული მოხმარებისთვის გადამუშავებულია 2 ტონა ქაღალდი. აღსანიშნავია, რომ ტორსტენი მუდმივად ზრუნავს საკუთარი გუნდის განვითარებასა და პროფესიულ ზრდაზე. დღეისათვის სასტუმროში დასაქმებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 9 პირი. ზემოჩამოთვლილ პროგრამებთან ერთად, “ჰილტონი” პერიოდულად ეხმარება ბავშვებსა და საჭიროების მქონე ოჯახებს და მათ საჩუქრად გადასცემს სათამაშოებს, ტკბილეულსა და სხვადასხვა აუცილებელ ნივთს.