ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია

კომპანია “ჯეპრამ” 2019 წლის გაზაფხულზე დააარსა ნიკო ნიკოლაძის საუნივერსიტეტო პრემია. პრემიის დაარსებით, ერთი მხრივ,  ხელი უნდა შეეწყოს ბიზნესსა და საგანმანათლებლო სექტორს შორის კავშირის გამყარებას, ბიზნესის საჭიროებებზე მორგებული პროგრამების დანერგვის სტიმულირებას, ხოლო მეორე მხრივ, გამოვლინდებიან ნიჭიერი სტუდენტები, მოხდება მათი ინოვაციური იდეების წახალისება და პროფესიული განვითარების ხელშეწყობა. პრემია ითვალისწინებს უმაღლეს სასწავლებლებში ბიზნესკომპანიების სპონსორობით და რეალური სიტუაციური დავალებების საფუძველზე კონკურსების ჩატარებას და გამარჯვებული გუნდებისთვის ფულადი ჯილდოსა და ნიკო ნიკოლაძის პრემიის გადაცემას.

პირველი კონკურსი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „ბაზისბანკთან“ თანამშრომლობით ჩატარდა, რომელმაც სტუდენტებს საკონკურსო დავალება _ `ბაზისბანკის~ განათლების მხარდაჭერის პროექტის შექმნა _ წარუდგინა. ამ დავალებაზე სტუდენტური გუნდები `ჯეპრას~ და არასამთავრობო ორგანიზაცია “სიდას” კონსულტანტების ხელმძღვანელობით ერთი თვის განმავლობაში მუშაობდნენ. კონკურსის საპრიზო ფონდი შეადგენდა 5000 ლარს, რომელიც სამ გამარჯვებულ გუნდს გადაუნაწილდა.

პროექტმა დადებითი შეფასებები დაიმსახურა; “ბაზისბანკი” აპირებს  სტუდენტების ჩართულობით გამარჯვებული პროექტების განხორციელებას და მომდევნო კონკურსების პარტნიორობისათვის მზადყოფნაც გამოთქვა.

2020 წელს კონკურსი ერთდროულად ჩატარდება საქართველოში ავტორიზებულ ყველა უმაღლეს სასწავლებელში.