არადანი

2018 წელს შპს “მრ. ვულფმა” ტანსაცმლის ბრენდ `ზომას~ დაკვეთით ჩაატარა სოციალური კამპანია `არადანი~, რომლის მიზანი იყო ახალგაზრდების გააქტიურება და მოტივირება წასულიყვნენ 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებზე. ამისათვის თავდაპირველად შეიქმნა და თიზერის სახით გავრცელდა პოსტერები, რომლებიც იმეორებდა პოლიტიკური, პოპულისტური კამპანიების ვიზუალიზაციებს. პოსტერების მთავარი პერსონაჟები იყვნენ ახალგაზრდები. შემდგომ დაიგეგმა ღონისძიება – კონცერტი “არადანი”, რომელზე დასწრების საფასურიც გაკეთებული არჩევანი, ანუ ულტრაიისფერ განათებაზე აღმოჩენილი ცერა თითის მარკირება იყო. ამასთან, კომპანია `ზომა~ არჩევნებზე წასულ ახალგაზრდებს ტანსაცმლის მაღაზიაში სიმბოლურ _ 28%-იან ფასდაკლებას სთავაზობდა. პოლიტიკურ პოსტერებს შედეგად დიდი გამოხმაურება და ინტერესი მოჰყვა ინტერნეტსივრცეში, ხოლო ელექტრონული მუსიკის ღონისძიებას 500-მდე ახალგაზრდა დაესწრო, რაც იმაზე მიუთითებს, რომ კამპანიამ თავისი წვლილი შეიტანა ახალგაზრდების გააქტიურებასა და საარჩევნო პროცესში ჩართვაში.