უსაფრთხო გარემო თანამშრომლებისთვის

შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით კომპანია „დიომ“ გადაწყვიტა „ნულოვანი ინციდენტის“ პოლიტიკის დანერგვა, რაც გულისხმობს შესაძლო საფრთხეების წინასწარი იდენტიფიცირებისა და შეფასების გზით მათი ალბათობის შემცირებას, ხოლო თუ მოხდება, გამოწვეული ზიანის მინიმუმამდე დაყვანას.

ამრიგად, საჭირო იყო არა მხოლოდ რისკების შეფასება და შესაბამისი პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვა, არამედ საფრთხის წარმოქმნის შემდგომი მოქმედებების გაწერა და ასევე, ერგონომიული და უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნა.

ამ მიზნით კომპანიში მთელი რიგი ღონისძიებები გატარდა: პოზიციების მიხედვით შემუშავდა საფრთხეების იდენტიფიციებისა და შეფასების სისტემა, გაიწერა ძირითადი რისკები და შესატყვისი პრევენციული ღონისძიებები, შემუშავდა ინციდენტის რეგისტრაციის და მოკვლევის ფორმა, საგანგებო სიტუაციებში სამოქმედო პროცედურები და სხვა. გარდა ამისა, პერსონალი აღიჭურვა ინდივიდუალური დამცავი საშუალებებით; სამუშაო სივრცე აღიჭურვა უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ინვენტარით, საამქროებში მოეწყო პირველადი დახმარების კუთხეები. თანამშრომლებს ჩაუტარდათ პირველადი დახმარების ტრენინგები; მომზადდა კადრები, რომლებიც საგანგებო სიტუაციის შემთხვევაში უზრუნველყოფენ თანამშრომლების უსაფრთხო გაყვანას ტერიტორიიდან.

პროექტის განხორციელების შედეგად, სამუშაო გარემო უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა და თანამშრომლებიც თავს უფრო დაცულად გრძნობენ.