კორპორატიული ვებგვერდის CSR სექცია

2017 წელს “დიომ” საკუთარ ვებგვერდზე www.dio.ge შექმნა სპეციალური CSR-ველი, რაც მიზნად ისახავდა საზოგადოებისთვის და, პირველ რიგში,  კომპანიის თანამშრომლებისთვის სოციალური პასუხისმგებლობის არსის გაზიარებას და `დიოს~ მიერ ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების გაცნობას.

უნდა აღინიშნოს, რომ “დიო” 2017 წლამდეც აქტიურად იყო ჩართული სოციალურ აქტივობებში, თუმცა ამის შესახებ საზოგადოებასთან კომუნიკაციას არ აწარმოებდა. ვებგვერდზე CSR-ველის დამატება მას შემდეგ მოხდა, რაც კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობა საკუთარ ბიზნეს სტრატეგიაში ფორმალურად დააფიქსირა და ამ მიმართულებით უფრო გრძელვადიანი და მდგრადი შედეგების მიღწევის მიზნით დამატებითი რესურსების გამოყოფა გადაწყვიტა.

ვებგვერდის CSR-ველი შექმნა კომპანიის მარკეტინგის განყოფილებამ, დირექტორთა საბჭოს, მარკეტინგის განყოფილების უფროსის და ციფრული მენეჯერის აქტიური ჩართულობით.

ამჟამად კომპანიის ვებგვერდზე, თანამშრომლების და ყველა სხვა დაინტერესებული პირის საყურადღებოდ, აქტიურად შუქდება ყველა განხორციელებული CSR-აქტივობა; განთავსდა აგრეთვე ინფორმაცია უფრო ადრინდელი, 2012 წლიდან განხორციელებული, აქტივობების შესახებ.

`დიოს~ CSR-პოლიტიკისა და აქტივობების შესახებ ინფორმაცია, ვებგვერდის გარდა,  ტელევიზიით და ბეჭდვითი მედიის საშუალებითაც ვრცელდება.