თანამშრომელთა მენტორინგის პროგრამა

მენტორინგის პროგრამის მიზანია ახალბედა თანამშრომლების გადამზადება, რათა გამოცდილი კოლეგების დახმარებით მათ მიეცეთ საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენის,  პროფესიული უნარების გაუმჯობესებისა და კარიერული წინსვლის საშუალება. პროგრამა მორგებულია ქალებზე, რომლებსაც ხშირად უწევთ პრობლემურ სიტუაციაში გადაწყვეტილებების მიღება და რიგი გამოწვევების წინაშე დგანან.

მენტორინგის პროგრამა UN Women-ის მხარდაჭერით შემუშავდა და 2019 წლის მაისიდან მოქმედებს. პროგრამის ბენეფიციარია 6 ქალი, რომლებთანაც სამი მენტორი მუშაობს; მენტორინგი წინასწარ გაწერილი განრიგის მიხედვით, პიროვნული და პროფესიული განვითარების მრავალი საინტერესო მეთოდოლოგიის და ტექნიკის გამოყენებით მიმდინარეობს.

პროგრამის შედეგები უკვე 2019 წლის ზაფხულის ბოლოს გახდა შესამჩნევი, როდესაც მენტორინგის პროგრამის მონაწილეთა უშუალო ხელმძღვანელებმა შეაფასეს მონაწილეთა შრომის ნაყოფიერება, გადაწყვეტილების მიღების უნარი და შემოქმედებითი მიდგომა, აღნიშნეს მაჩვენებლების გაუმჯობესება. გოგონები მეტად თავდაჯერებულები გახდნენ და წინსვლისა და განვითარების ამბიციაც გაუჩნდათ. პროგრამა ჯერ არ დასრულებულა და შესაბამისად, კომპანიის მოლოდინით, საბოლოო შედეგები კიდევ უფრო გაუმჯობესდება და „დიოს“ ეყოლება კვალიფიციური თანამშრომლები, რომლებსაც შეეძლებათ გამოწვევებთან გამკლავება, დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღება და საკუთარ საქმიანობაზე სრული პასუხისმგებლობის აღება.