“დიო” ბიბლიოთეკების მხარდასაჭერად

„დიოს” კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პრიორიტეტებს შორისაა კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და რეგიონების განვითარებაზე ზრუნვა.

ამ პრიორიტეტების შესაბამისად, 2019 წლის 29 ივნისს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ თონეთში, ვაჟაობასთან დაკავშირებით,  კომპანია „დიოს~ დაფინანსებითა და ეროვნული ბიბლიოთეკის შუამდგომლობით, სოფლის აღდგენილი ბიბლიოთეკა გაიხსნა. კომპანია „დიოს~ ამ პროექტის მიზანია წიგნის პოპულარიზაცია და მაღალმთიან სოფლებში მცხოვრები ახალგაზრდების განვითარება-განათლების ხელშეწყობა.

კომპანია „დიომ” ბიბლიოთეკა სრულად აღჭურვა უმაღლესი ხარისხის  ენერგოეფექტური მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებითა და ვერტიკალური ფარდა-ჟალუზებით, რამაც ბიბლიოთეკის გარემო უფრო მყუდრო და სასიამოვნო  გახადა.

ბიბლიოთეკის გახსნის ღონისძიებაზე „დიოს~ წარმომადგენლებმა გამოთქვეს მზადყოფნა ადგილობრივ ახალგაზრდებს ჩაუტარონ საქმიანი უნარ-ჩვევების განსავითარებელი ტრენინგები; ეს პროექტი ამჟამად დაგეგმვის ეტაპზეა და „დიო“ იმედოვნებს, რომ მას ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა შეუერთდება.

კეთილმოწყობის შემდეგ სოფლის მოსახლეობისთვის, განსაკუთრებით ახალგაზრდებისათვის, ბიბლიოთეკაში ყოველკვირეულად იმართება შემეცნებითი ღონისძიებები, შეხვედრები ბიზნესსექტორის წარმომადგენლებთან, მწერლებთან და სხვა საინტერესო ადამიანებთან.

“დიომ” ანალოგიური პროექტი 2018 წელს საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ განახორციელა.