ფინანსური განათლება ყველასთვის

„ფინკა ბანკის“ ფინანსური წიგნიერების ამაღლების პროექტის მიზანია მოსახლეობისთვის საბანკო პროდუქტებსა და მომსახურებაზე სწორი ინფორმაციის მიწოდება, მათი გამოყენების სწავლება და ამავდროულად, საზოგადოებაში დაზოგვის კულტურის განვითარება. პროექტი 2016 წლიდან, სხვადასხვა აქტივობის მეშვეობით, ხორციელდება.

2018-2019 წლებში, Junior Achievement-თან პარტნიორობით, „ფინკა ბანკის“ თანამშრომლებმა 30-მდე სკოლაში ფინანსური წიგნიერების პრო ბონო გაკვეთილები ჩაატარეს; ბანკის ფილიალებში მოეწყო შეხვედრები მოზარდებთან; ყოველთვიურ საბავშვო გაზეთში ბანკი უძღვება სახალისო ფინანსურ რუბრიკას; კახეთის ფილიალის თანამშრომლები უწევენ პრო ბონო მენტორობას პანკისის სკოლების მასწავლებლებს. ბანკმა მხარი დაუჭირა ქუთაისის უნივერსიტეტისა და EDEC-ის ერთობლივ პროექტს „ბიზნესსკოლა“ და აქტიურადაა ჩართული ეროვნული ბანკის საგანმანათლებლო ინიციატივებში.

ორგანიზაციასთან „საზოგადოება და ბანკები“ თანამშრომლობით, „ფინკა ბანკის“ 200-მდე კლიენტ-მეწარმეს ფინანსების მართვის ტრენინგები ჩაუტარდა. პროექტის „კინო სოფელში“ ფარგლებში ბანკი 20-მდე ქალაქს ეწვია, სადაც, კინოჩვენების პარალელურად, მოსახლეობას საგანმანათლებლო მასალა დაურიგა.

მომავალში ბანკი გეგმავს CSR-ბიუჯეტის გაზრდას და მეტ ჩართულობას როგორც ფინანსური წიგნიერების, ისე ქალთა გაძლიერებისა და სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის მიმართულებებით.