ტურისტული მრჩევლები – ტერაბანკის თანამშრომლები შიდა ტურიზმის მხარდასაჭერად

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, 2019 წლის აგვისტოში დაწყებული კამპანია `ტერაბანკმა~ შიდა ტურიზმის და #spendyoursummeringeorgia-ს ინიციატივის მხარდაჭერას მიუძღვნა.

კამპანიის ფარგლებში, “ტერაბანკის” ფილიალები თბილისსა და რეგიონებში ტურისტული ცენტრების ფუნქციებს ითავსებენ, თანამშრომლებმა კი ტურისტული მრჩევლების როლი და სამკერდე ნიშნები მოირგეს და ფილიალებში შესულ ადამიანებს საქართველოს სხვადასხვა კუთხის ღირსშესანიშნაობებზე, საინტერესო მარშრუტებსა და კვების ობიექტებზე აწვდიან ამომწურავ ინფორმაციას.

ბანკმა შეარჩია 18 ფილიალი, რომლებიც კამპანიის პერიოდში მოემსახურებოდა მოგზაურობით დაინტერესებულ მომხმარებელს. ამ ფილიალების ფასადებზე განთავსდა „გახდი ტერა მოგზაურის“ ლოგო და წარწერა, ხოლო ვიტრინებსა და ინტერიერებში _ სარეკლამო პოსტერები და ათი განსხვავებული ტურისტული მარშრუტის ბროშურა. შეიქმნა ონლაინპლატფორმა _ www.terabankfortravelers.ge, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია სხვადასხვა ტურისტული ობიექტის შესახებ. ასევე შეიქმნა ჯგუფი სოციალურ ქსელში, სადაც ნებისმიერ მოგზაურს შეუძლია საქართველოში მოგზაურობის ფოტოების სხვებისთვის გაზიარება.

კამპანია „გახდი ტერა მოგზაური” 15 სექტემბერს უნდა დასრულებულიყო, მაგრამ, საზოგადოების დიდი ინტერესიდან გამომდინარე, 2019 წლის ბოლომდე გაგრძელდება; ტერაბანკის თანამშრომლები დაინტერესებულ ადამიანებს შემოდგომისა და ზამთრის სეზონის განსაკუთრებულ მარშრუტებზეც მოუთხრობენ.