თანაბარი შესაძლებლობები გრინვეიში

„გრინვეი საქართველოს“ დასაქმების პროგრამა – „თანაბარი შესაძლებლობები გრინვეიში,“ სპეციალურად ქალთა გასაძლიერებლად შეიქმნა. ქალები ნაკლებად ინტერესდებიან ავტოინდუსტრიით და კერძოდ, ტექინსპექტირების სფეროთი, სწორედ ამიტომ გრინვეიმ მიზნად დაისახა მეტ ქალს დაანახოს მათი შესაძლებლობები ამ პროფესიაში.

ავტოსატრასპორტო საშუალებების სავალდებულო ტექნიკური ინსპექტირების კანონის მიხედვით, ტექნიკურ პერსონალს უნდა ჰქონდეს შესაბამისი უმაღლესი განათლება ან ამ სფეროში მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება. ასეთი განათლების ან გამოცდილების მქონე ქალი კანდიდატების მოძიება რთული იყო, ამიტომ კომპანიაში 2019 წლის თებერვლიდან ამოქმედდა „თანაბარი შესაძლებლობების” პროგრამა. პროგრამით აყვანილი ქალი კანდიდატები ერთწლიან ანაზღაურებად სტაჟირებაზე ფორმდებიან, ხოლო სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გადავლენ ინსპექტორის პოზიციაზე.

ამ ეტაპზე კომპანიაში მხოლოდ 5 ქალია დასაქმებული, თუმცა პროექტი გრძელდება და კომპანია იმედოვნებს, რომ მომავალში უფრო მეტ ქალს მისცემს სწავლისა და პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.

„გრინვეი საქართველოს“ ყველა სერვისცენტრი ადაპტირებულია განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე პირთათვის; „თანაბარი შესაძლებლობების“ პროექტის ფარგლებში „გრინვეის“ კარი ღიაა ყველა მსურველისთვის. დღეისათვის კომპანიაში დასაქმებულია 4 შშმ პირი.