ხეების დარგვის კამპანია და ყოველწლიური საახალწლო გარემოსდაცვითი აქტივობა

“პაშა ბანკმა” პარტნიორებსა და თანამშრომლებს აღდგომის დღესასწაული, ტრადიციულად, გარემოსდაცვითი აქტივობით მიულოცა. სააღდგომოდ ბანკი შეუერთდა თბილისის საკრებულოს სამგორის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ რევაზ სოხაძის კამპანიას „გაამწვანე ვარკეთილი“, რომლის ფარგლებშიც 100 მოზრდილი ძირი ნეკერჩხლის ხე და ელდარის ფიჭვი დარგო. კამპანია რეკრეაციული სივრცეების განვითარებასა და ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა. ეს ღონისძიება ბანკისთვის დედაქალაქის ტერიტორიაზე ხეების დარგვის დაფინანსების პირველი აქტივობა იყო.

რაც შეეხება მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელებულ გამწვანების და გარემოსდაცვით აქტივობებს, 2019 წლის დადგომა ბანკმა აჯამეთის დაცულ ტერიტორიაზე 2019 ძირი ქართული მუხისა (Quercus Iberica)  და იმერული მუხის (Quercus Imeretina) დარგვით აღნიშნა. ეს უკანასკნელი შესულია ხე-მცენარეთა წითელ ნუსხაში და მინიჭებული აქვს გადაშენების საფრთხის პირას მყოფი მცენარის სტატუსი. `პაშა ბანკმა~ გასული ორი წლის განმავლობაში ბორჯომის ტყეში ჩაატარა საახალწლო აქტივობა და შესაბამისად, 2018 და მანამდე კი 2017 ძირი ხე დარგო.

წელს ბანკი უკვე მეოთხედ ტრადიციულად მიულოცავს თავის თანამშრომლებსა და პარტნიორებს ახალი 2020 წლის დადგომას და 2020 ძირ ხეს დარგავს.